სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, უჩა ბაკურაძის კიდევ ერთი წარმატებული სასამართლო პროცესი!
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა (სპმთპ) წარმატებით დაასრულა კიდევ ერთი სასამართლო პროცესი, რის შედეგადაც 3 პედაგოგის თანამდებობიდან გათავისუფლება უკანონოდ გამოცხადდა და დამსაქმებელს დაეკისრა ფულადი კომპენსაციის გადახდა დასაქმებულებისათვის 17.000 ლარამდე ოდენობით.
სასამართლო პროცესი თითქმის 4 წლის განმავლობაში გრძელდებოდა და გაიარა სამივე ინსტანცია. საბოლოოდ, უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით გადაწყვეტილება ძალაში შევიდა.
გიული ლაღიძის, მაია ბურდულის და ქეთევან არძიანის გათავისუფლებას მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლიდან წინ უძღოდა კონკურსის გამოცხადება, რომლის ვიდეო ჩანაწერებიც თან დაერთო საქმეს. ჩანაწერების ანალიზით ნათელი გახდა, რომ აღნიშნული კონკურსანტების შეფასება განხორციელდა მთელი რიგი დარღვევებით. გაურკვეველი დარჩა, რა პრინციპით შეფასდნენ პედაგოგები, მაშინ როცა, ფაქტიურად შეკითხვებიც კი არ დაუსვეს. აშკარად გამოჩნდა, რომ ამ ადამიანების გათავისუფლება წინასწარ იყო გადაწყვეტილი.
მოსარჩელეთა ინტერესებს ყველა ინსტანციის სასამართლოში იცავდა სპმთპ-ის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გრიგოლ ბაკურაძე.
ამჟამად მიმდინარეობის რამოდენიმე სასამართლო პროცესი და გვაქვს მათი წარმატებით დასრულების იმედი.
სპმთპ ყოველთვის მზადაა, დაიცვას საკუთარი წევრების ინტერესები, ყველა კანონიერი საშუალებით!