საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) ულოცავს, სსიპ დმანისის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჯავახის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ზამირა ოქრიაშვილს კიდევ ერთ აღიარებას.
🟢 2021 წლის 13 სექტემბერს, სსიპ ,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა” ზამირა ოქრიაშვილს სიგელი და სამკერდე ნიშანი ,,საქართველოს დამასახურებული მასწავლებელი” გადასცა.
🟢 ზამირა ოქრიაშვილი პროფესიული ზრდისა და განვითარებაზე ზრდასთან ერთად აქტიურად არის ჩართული პროფკავშირულ საქმიანობაში, წლების განმავლობაში, ის პედაგოგიურ მოღვაწეობის პერიოდში, დმანისის რაიონის ორ სკოლაში სპმთპ-ის დმანისის რაიონის პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა.
🟢 სამაგალითო პედაგოგს, ზამირა ოქრიაშვილს, კარგად ესმის მასწავლებლობის, როგორც რეგულირებადი პროფესიის მნიშვნელობა და მიუხედავად მისი 50 წლიანი პედაგოგიური სტაჟისა, მან 2014 წელს, წარმატებით დაადასტურა ქართულ ენასა და ლიტერატურაის (VII-XIIკლ.) პროფესიული კომპეტენცია და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
🟢 ქალბატონმა ზამირამ, მშობლიურ რაიონში, დმანისში მოღვაწეობა რიგითი მასწავლებლიდან დაიწყო, აგრეთვე იყო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე , მეთოდისტი. ქართულ ენას ასწავლიდა რუსულ ენოვან სკოლაში, მეთოდგაერთინების ხელმძღვანელი და რაიონის მთავარი სპეციალისტი. არაერთი ოლიმპიადისა და სასწავლო კონფერენციების მონაწილე.
🟢 ინტერნაციონალური აღზრდის ონომასტიკის, ლიტერატურისა და ფოლკლორის სექციებში მოღვაწეობისას, ის საკრებულო ,,ჩვენი საუნჯის“ აქტიური წევრი იყო, რისთვისაც მას გამოცხადებული მაქვს მადლობა და დაჯილდოებულია დიპლომით ,,იყავ ქომაგი შენი ენისა“.
🟢 ქართული ენის სახელმწიფო პროგრამის განხორციელებაში დმანისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ, ზამირა ოქრიაშვილი დააჯილდოვა სპეციალური სიგელით. წლების განმავლობაში მიღებული აქვს განათლების მინისტრების ბრძანებით სიგელები და დიპლომები. 1998 წლის 22 ოქტომბრის N 758-ე განკარგულებით დაჯილდოვებულია საქართველოს პრეზიდნეტის ღირსების მედლით.
Maia Murjikneli სპმთპ დმანისის რაიონული ორგანიზაცია
