ძვირფასო კოლეგებო,
უკანასკნელ წლებში განვითარებულმა მოვლენებმა, მასწავლებლებს და მთლიანად საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაგვანახა ის ურთულესი პრობლემები, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გვხვდება მასწავლებლებს. სიძნელეებით სავსე და გმირობის ტოლფასი იყო ტრადიციული საგაკვეთილო პროცესის დისტანციური სწავლებით შეცვლა, რასაც წარმატებით გაართვა თავი პედაგოგიურმა კორპუსმა. არანაკლებ რთული და შრომატევადი იქნება ახალი სასწავლო პროცესის დასაწყისი, ვინაიდან ამ ეტაპზე, ძირითად ამოცანას წარმოადგენს საგაკვეთილო პროცესის აღდგენა და აღსაზრდელების ჩვეულ, სასწავლო რითმში დაბრუნება. დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მეტ სიძნელეებს ვძლევთ, მით უფრო ამაყი ხდება თითოეული ჩვენგანი და განიცდის მორალურ კმაყოფილებას. მომავალი თაობის აღზრდა-განათლებაში მიღწეული შედეგებით გვავიწყდება სირთულეები და ვართ ბედნიერები, რომ გვქვია მასწავლებელი.
გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს! გილოცავთ ამ ღირსეული წოდების ამაყად ტარებას. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, დაიცავით საკუთარი თავი და თქვენი აღსაზრდელები ვერაგი ვირუსისგან.
სამწუხაროდ, შექმნილი მდგომარეობა და შეზღუდვები არ გვაძლევს საშუალებას ტრადიციულად, ფართო მასშტაბიანი ღონისძიებებით, საზეიმო ვითარებაში აღვნიშვნოთ მასწავლებლის პროფესიული დღესასწაული. ყველაფერი წინაა!
პატივისცემით, სპმთპ-ის პრეზიდენტი, მაია კობახიძე S