1 მაისი - მშრომელთა დღე ეძღვნება დასაქმებულებს და მათ ბრძოლას. უკვე მეორე წელია, კოვიდ19-ით გამოწვეული გარემოებიდან გამომდინარე, მარშირებები ან თავყრილობები არ იმართება. პანდემიამ, რომელმაც უკვე უზარმაზარი ზარალი მიაყენა ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტს, მასწავლებლებიც არ დაინდო.
დღეს, ევროპის განათლების პროფკავშირებს სურს მადლობა გადაუხადოს ყველა მასწავლებელს, აკადემიური წრისა თუ საგანმანათლებლო დარგის სხვა წარმომადგენლებს, მათ პროფკავშირებს იმ მუშაობისთის, რასაც უწყვეტად ეწევიან, ყველა ერთად ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობისთვის, ახალგაზრდა თაობის ცხოვრების მომზადებისთვის, განსაკუთრებით ამ ურთულეს გარემო-პირობებში.
პანდემიამ ყველას დაანახა დასაქმებულთა როლი და მათ შორის მასწავლებლების. მასწავლებლები და განათლბის სფეროს წარმომადგენლები ყველაზე პირველები აღმოჩნდნენ ვირუსის გავრცელების საფრთხეების წინაშე, რადგან ისინი საზოგადოების ერთობის მთავარი რგოლი არიან. პანდემიის დაწყებისთანავე, განათლების პროფესიონალებმა შეცვალეს და ადაპტირება მოახდინეს სწავლების მეთოდოლოგიების, გახადეს სისტემა მოქნილი, იმისთვის რომ მოსწავლეებთან არ შეეწყვიტათ ურთიერთობები, მოსწვალეები ხომ მათი პროფესიული მისიის მთავარი ნაწილი არიან.
ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნას, თან ახლავს გამოწვევები, ამიტომ ყველა მთავრობამ უნდა უზრუნველყოფს მასწავლებლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. დღეს, ისევე, როგორც ყოველთვის, ETUCE მისი წევრი ორგანიზაციების გვერდით დგას განათლების სფოროს წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობების მოთხოვნებსა და პოსტპანდმიურ გარემოში პროფეიონალთა მხარდაჭერაში.
მშრომელთა დღე - ღირშესანიშავი დღეა მშრომელებისთვის, განსაკუთრების იმის ხაზგასასმელად, რომ დასქმებულებს უნდა ეპყრობოდნენ დამსახურებულად, სამართლინად, რადგან მათ დიდი წვლილი შეაქვთ დემოკრატიურლი საზოგადოების შექმნაში. ETUCE-ის და ევროპის რეგიონის მისი წევრი ორგანიზაციების მთავარი ამოცანაც ხომ ეს არის.
მასწავლებლებო, თქვენ ჩვენი მხრიდან ყოველთვის გაქვთ აღიარება, მადლიერება თქვენი საქმიანობისადმი, იმის მიმართ რასაც ყველდღიურად ეწევით ევროპის ახალგაზრდა თაობის მომავლის ფორმირებაში, მთლიანად საზოგადოებაში.
დღეს და ყვველდღე ჩვენ თქვენს გვერდით ვართ.