საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი ორგანიზაციის ყოფილი ლიდერის, მანანა ღურჭუმელიძის გარდაცვალებას სამძიმრის წერილით ეხმიანება და 2010-2014 წლებში ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველ დოკუმენტურ ფილმს ,,განვლილი გზა” აქვეყნებს.
„საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი სამძიმარს უცხადებს სპმთპ-ის ყოფილი პრეზიდენტის მანანა ღურჭუმელიძის ოჯახს, მისი საკმაოდ ნაადრევ ასაკში, დევნილობაში გარდაცვალების გამო.
გამძლეობა მანანა ღურჭუმელიძის ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მის მხცოვან დედას.
2020 წლის 30 დეკემბერი უამრავი მისი მეგობრის,თანამებრძოლისა და თანამოაზრისთვის მტკივნეული დღეა; იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც საქართველოში 2000 წლეიდან დღემდე ერთად ქმნიდნენ მასწავლებელთა პირველ, თავისუფალ პროფკავშირულ მოძრაობას ,,სოლიდარობას” და ყველა იმ ლიდერისთვის, ვინც 2005 წლიდან, პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპულ სივრცეში, საფუძველი ჩაუყარა პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) ისტორიას.
,,2010 წელს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია მაშინდელი ხელისუფლების კარგად შეუშავებული გეგმის ნაწილი იყო. ორგანიზაციის ხელმძღვანლობაში უნდა მოსულიყო მათთვის სასურველი კანდიდატურა. იმდროინდელი ხელისუფლება ინარჩუნებდა დემოკრატიულობის სახეს საერთაშორისო სარბიელზე, ფაქტობრივად კი აუქმებდა პედაგოგთა დამცველ ორგანიზაციას და მის ბაზაზე აძლიერებდა ყვითელ პროფკავშირებს, ამ გეგმის პირველი რიგის ამოცანა იყო პრეზიდენტის მანანა ღურჭუმელიძის თანამდებობიდან გადადგომა. ეს პროცესი 2010 წლის მარტიდან დაიწყო ” – მანანა ღურუმელიძემ და მისმა ოჯახმა კანადაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს.
სპმთპ-ის 2010-2014 წლების დოკუმენტური ფილმი ,,განვლილი გზა” სწორედ მანანა ღურჭუმელიძის, ორგანიზაციის გადარჩენის, ძალისხმევის ამსახველი კადრებით იწყება.
?? საქართველოში მასწავლებელთა ორი პროფკავშირის გაერთიანება საერთაშორისო პროფკავშირული ორგანიზაციების მხრიდან, შეფასებულ იქნა, როგორც უპრეცედენტო მაგალითი. მანანა ღურჭუმელიძე, სპმთპ-ის მაშინდელი პრეზიდენტი, 2009 წელს არჩეულ იქნა ევროპის პროფკავშირების განათლების კომიტეტის (ETUCE) ვიცე-პრეზიდენტად, რაც საქართველოში მასწავლებელთა მოძრაობის აღიარება იყო.
სპმთპ-ის დოკუმენტური ფილმი ,,განვლილი გზა 2010-2014″, საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, როგორც პროფკავშირული ბრძოლის გზამკვლევი სახელძღვანელო.
https://www.youtube.com/watch?v=0jlw94nCjhA…

წყარო https://progressnews.press/%E1%83%90%E1%83%9B-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%90/?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR3vhgq4wTTjTaWJUbQ2RDjbm02qiDKMUNbl33-edl24wT5PH9YbGPnOQvU_aem_6-0iQz_zCBGOTzJXbEeo6w