2023 წლის 11 ნოემბერს, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ მორიგი ინტერაქტიული შეხვდა ქვემო ქართლის რეგიონის პროფკავშირის წევრებთან გამართა. სპმთპ-ის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის, ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის, მარნეულისა და თეთრიწყაროს რაიონული ორგანიზაციების წევრი სკოლებისა და საბავშვო ბაღების წარმომადგენლებმა მოისმინეს ინფორმაცია სპმთპ-ის მიერ განხორციელებული საქმიანობის შედეგების და სამომავლო გეგმების შესახებ.
სკოლამდელ დაწესებულებებსა და ზოგადსაგანმანთლებლო სკოლებში დასაქმებულთა უფლებების ადვოკატირების პროცესში არსებულ გამოწვევებზე საუბრის დროს, მაია კობახიძემ განმარტა პროფკავშირის ღირებულებები, სოციალური დიალოგისა და კოლექტიური მოლაპარაკებების მნიშვნელობა, მასწავლებელთა ჩართულობისა და ერთობის ძალა, უკეთესი შედეგების მისაღწევად.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა წევრებთან პირისპირ შეხვედრების როლსა და მიზნებზე. მან მოუწოდა პირველადი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მათთვის აქტუალურ პრობლემებზე საუბრის დროს, კრიტიკულად შეაფასონ სპმთპ-ის საქმიანობა, რაც სპმთპ-ის შემდგომი გეგმების ეფექტურად განხორციელების საწინდარია.
ქვემო ქართლის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გამოიკვეთა შემდეგი მოთხოვნები:
🎤მასწავლებლობის მაძიებლობის პროგრამის მონაწილეებს გაუხანგრძლივდეთ ვადა საგნობრივი კომპეტენციის დასადატურებლად, ვინაიდან აკადემიური და პრაქტიკული კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, თუ ვერ დაადასტურებენ საგნობრივ კომპეტენციას, მათ უწევთ სკოლის დატოვება. ასეთ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით არაქათულენოვან სკოლებში, კადრების დეფიციტი, მათი მოზიდვისა და დამაგრების სირთულეები;• მასწავლებლებმა გულისტკივილით ისაუბრეს კლასკომპექტში სწავლების სირთულეებზე. მაგალითისთვის დაასახელეს, მასწავლებელი, რომელიც ასწავლის კლასკომპლექტში, მე-10, მე-11 კლასებში, ქიმიას და ბიოლოგიას, ვერ აღწევს იმ შედეგს, რაც სურთ და დაწესებულია, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა. მათ აღნიშნეს, რომ სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების პარალელურად, სწავლების ხარისხის ამაღლებისა და შედეგების მიღწევისათვის საჭიროა შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან ყველა საფეხურის და საგნის კლასკომპლექტის მასწავლებლები დგანან დიდი გამოწვევბის წინაშე;
🎤საჯარო სკოლის მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ არიან გაურკვევლობაში. მათ ხელფასების ზრდის ვადებსა და ფორმულირებაზე მოითხოვეს მკაფიო განმარტებები;
🎤სკოლის ადმინისტრაცია-ტექნიკური პერსონალის ხელფასების ზრდის აუცილებლობა;
🎤მარნეულელმა მასწავლებელმა, სპმთპ-ის აქტიურმა წევრმა, კატეგორიულად და კრიტიკულად დააყენა საკითხი, კარიერული წინსვლის პროცესში არსებულ ხარვეზზე, რაც უშუალოდ შეეხო მას და ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი;
🎤საბავშვო ბაღების წარმომადგენლებმა მოითხოვეს ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტი და ხელფასების ზრდა;
🎤სპმთპ-ის პირველადი ორგანიზაციების ლიდერებმა მადლიერება გამოხატეს და მოითხოვეს განათლების მინისტრთან შეხვერა, რადგან ისინი წარმოადგენენ თავიანთი კოლეგების-წევრების ინტერესებს, სკოლებისა და საბავშვო ბაღების დონეზე;პროფკავშირის როლისა და მნიშვნელობის შესახებ,
შეხვედრის მონაწილეებს მიმართა დმანისის მუნიციპალიტეტის ს. ირგანჩაის პროფესიონალმა მასწავლებელმა, სპმთპ-ის ყრილობის დელეგატმა ნატა კვარაცხელიამ. ,,პროფესიონალი მასწავლებლები აძლიერებენ თანამედროვე პროფკავშირს”! ქალბატონმა ნატამ მოუწოდა წევრებს, რომ უფრო მეტად გააქტიურდნენ თავიანთი უფლებების დასაცავად და სპმთპ-ის საქმიანობის პოპულარიზაციისათვის, მიღწეული შედეგები უნდა გააცნონ კოლეგებს.
ქვემო ქართლის რეგიონის, სპმთპ-ის რაიონული ორგანიზაციების ლიდერების სახელით, შემაჯამებელი სიტყვით გამოვიდა რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლეილა გორგაძე.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს და რაიონული/საქალაქო ორგანიზაციების თავმჯდომარეებს, განსაკუთრებით, ბოლნისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ნუნუ მეტრეველს შეხვედრის ორგანიზებისათვის.
სპმთპ მადლობას უხდის რუსთავის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს ლეილა გორგაძეს, გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ლილი წურწუმიას, დმანისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს მაია მურჯიკნელს, თეთრიწყაროს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს გურანდა გოგოლაძეს, მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ვახიდ იბრაგიმოვს და მოადგილეს ნონა დევაძეს.