ძვირფასო კოლეგებო,
პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირში მუშაობის პეროდში, სხვადასხვა ეტაპზე, უამრავი პროვოკაცია დაიგეგმა ჩემ წინააღმდეგ. საჯაროდ ამის შესახებ არასდროს განმიცხადებია! ალბათ, ყველასთვის ცნობილია, სოციალურ ქსელებში და საჯარო სივრცეში, პროფკავშირის და პირადად ჩემ მიმართ გამოთქმული უსაფუძვლო ბრალდებები და პიროვნული შეურაცხყოფები. ვის და რა ინტერესს ემსახურება, ვიცით, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ამ თემაზე არც ვისაუბრებდი, რომ არა უკანასკელ პერიოდში დაწყებული ახალი პროვოკაცია. კამერით აღჭურვილი 2-3 პირი დადის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლებში და ატარებს გამოკითხვას, მასწავლებლები არიან თუ არა პროფკავშირის წევრები, თუ არიან, რატომ და ა. შ
ჩვენ ვიცით, როგორ აფასებენ ჩვენი წევრები და არაწევრები ჩვენს საქმიანობას. ალბათ, რომელიმე ტელეეკრანიდან ვიხილავთ ამ ,,კვლევების“ შედეგებსაც. მთავარია ,,კვლევა“ იყოს ობიექტური და ,,კვლევების“ ავტორებს არ დაავიწყდეთ პედაგოგების, მათ შორის არაწევრების, მიერ გამოთქმული დადებითი მოსაზრებებიც.
ჩემი სურვილია და მოგიწოდებთ, როგორც მხარდამჭერებს, ასევე, პროფკავშირის წინააღმდეგ განწყობილ პედაგოგებს, თავი არ აარიდოთ ასეთ ,,კვლევებს“, არგუმენტებით დაასაბუთოთ და ისე შეაფასოთ ჩვენი საქმიანობა.
გაძლევთ პირობას, ყველა არგუმენტს შევისწავლით და გავითვალისწინებთ შემდგომ საქმიანობაში.
წინასწარ ვუხდი მადლობას ,,კვლევების“ ინიციატორებს და შემსრულებლებს, პროფკავშირის მიმართ საზოგადობრივი აზრის შესწავლისათვის, რა თქმა უნდა, თუ ,,კვლევა“ იქნება ობიექტური!
P.S. ჩემი ფბ-გვერდი ღიაა, არავინ დამიბლოკავს, მათი არაეთიკური კომენტარებისა და უსაფუძვლო ბრალდებების გამო. შესაბამისად, როგორც ყოველთვის, ახლაც შეგიძლიათ გამოთქვათ მოსაზრებები, მაგრამ არგუმენტირებული.