2023 წლის 2 დეკემბერს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა, ქ. თბილისის N215 საჯარო სკოლის დირექტორის თამილა თამაზაშვილის ინიციატივით, ეროვნული კონფერენცია გამართა. კონფერენცია ,,დანიური სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვა საქართველოში და მიღწეული შედეგების გაზიარება”
გახსნა ამავე სკოლის ქართული ხალხური ცეკვის მოსწავლეთა ანსამბლმა.
პროფესიულად დატვირთული საკონფერენციო პროგრამის ორგანიზატორი იყო სპმთპ-ის დანიურ-ქართული პროექტის კოორდინატორი, სპმთპ-ის ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქ. ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებელი ეკატერინე ჭელიძე.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციები, დანიურ-ქართული პროექტის მონაწილე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლების მიერ:
,,თამაშით სწავლება” - ცარო ხარძიანი, სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ს.ლემშვენიერას საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი
,,მოკლე შეხვედრები” - მარი წიკლაური, სსიპ ქ. თბილისის N147 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებელი;
 ,,20 იდეა მოტივაციის ასამაღლებლად"- მაკა ფორჩხიძე, კერძო სკოლა ,,ქორალის", სსიპ ტყიბულის N:1 და N6 საჯარო სკოლების გერმანული ენის უფროსი მასწავლებელი;
 ,,თემატური ბარათები- სწავლების ეფექტური ინსტრუმენტი"- მარინე ვეფხვაძე, სსიპ დაბა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის და ს. წყალაფორეთის საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების უფროსი მასწავლებელი;
 ,,ტკბილი კოშკი"- მაია წიქორიძე, სსიპ. ქ. ქუთაისის N13 საჯარო სკოლის ბიოლოგია-ბუნებისმეტყველების მენტორი მასწავლებელი;
,,ხილის სალათა"- მარინე გვიანიშვილი, სსიპ ქ. თბილისის N147 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი;
 ,,ფლუმის 7 კუთხე" - მადონა ულუმბელაშვილი, სსიპ დაბა ხარაგაულის N2 საჯარო სკოლის და ს. ბორითის საჯარო სკოლის ისტორია/სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელი;
 ,,განძის მაძიებელი"- ქეთევან ოჩინსკი, სსიპ ქ. ყვარლის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებელი;
 ,,თამაშის ტიპები"- მზია ბერაძე, სსიპ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდარის საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი;
 ,,ამება"- ეკატერინე ჭელიძე, სსიპ ქ ტყიბილის N6 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მენტორი მასწავლებელი.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მადლობას უხდის ქალაქ თბილისის, ქ. ტყიბულის, ქ. ქუთაისის, ხარაგაულის, ყვარლისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების მასწავლებლებს, დანიური სწავლების მეთოდოლოგიის კვალდაკვალ დანერგილი სწავლა-სწავლების, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების აქტივობების წარდგენისათვის. მომხსენებლების პრეზენტაციებმა კონფერენციის მონაწილეებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. მასწავლებლებმა, საინტერესო მეთოდოლოგიების გაცნობის პარალელურად, მსმენელების მონაწილეობით, პრაქტიკულად განახორციელეს ინოვაციური აქტივობები.
კონფერენციის დასკვნით ეტაპზე, მასპინძელი სკოლის პედაგოგებმა - მუსიკის მასწავლებელმა ლია სონღულაშვილმა და მათემატიკის მასწავლებელმა ხათუნა აფციაურმა საკუთარი საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს კონფერენციის მონაწილეებს, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
სპმთპ, საქართველოს საჯარო სკოლების წარმატებულ პროფკავშირის წევრ პედაგოგებთან ერთად აგრძელებს, 2017 წლიდან დაწყებული დანიური პროექტის ფარგლებში შესწავლილი წარმატებული აქტივობების გაზიარებისა და საგაკვეთილო პროცესში დანერგვის ღონისძიებებს.
სპმთპ მადლობას უხდის ქ. თბილისის 215-ე საჯარო სკოლის დირექტორს თამილა თამაზაშვილს და ამავე სკოლის მასწავლებელთა საზოგადოებას, შემეცნებითად და შემოქმედებითად დატვირთული დღის მასპინძლობისთვის!