2023 წლის 20-22 ოქტომბერს, სპმთპ-ის საწირის პედაგოგთა სატრენინგო-დასასვენებელ სახლში ვანის რაონული ორგანიზაციის პროფაქტივთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ორგანიზატორი იყო სპმთპ-ის ვანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამუნა ძნელაძე.
სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ როლანდ ხოჯანაშვილმა 10-საათიანი ტრენინგი წარმართა, თემაზე: ,,ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ავტორიზაციის სტანდარტი, საფეხურის შედეგების გაზომვა, მასწავლებელთა პროფესიული ვალდებულებები და საჭიროებები“.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ იმსჯელა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, სპმთპ-ის ინიციატივებზე და სამომავლო გეგმებზე. სემინარის მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში, იმსჯელეს პროფესიულ საჭიროებებზე, შრომით, სოცოალურ-ეკონომიკურ საკითხებზე და საგაკვეთილო პროცესში არსებულ გამოწვევებზე.
სპმთპ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ტრადიციულად, დაიგეგმა ექსკურსია რაჭაში.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი მადლობას უხდის ვანელ მასწავლებლებს აქტიურობისა და მხარდაჭერისათვის