სპმთპ-ის საწირის ბაზაზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან მეორე ორდღიანი შეხვედრა გაიმართა.
მიმდინარე წლის 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს, 10-საათიანი ტრენინგი, თემაზე „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ავტორიზაციის სტანდარტი და საფეხურის შედეგების გაზომვა“, წარმართა სპმთპ-ის „პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ“ როლანდ ხოჯანაშვილმა. სემინარში მონაწილეობა მიიღო თერჯოლის მუნიციპალიტეტის რესურცენტრის უფროსმა ქეთევან შეყრილაძემ.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ იმსჯელა ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე. სემინარის მონაწილეები მათი საქმიანობიდან გამომდინარე აქტუალურ საკითხებზე და საჭიროებებზე საუბრობდნენ. სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნათია კორძაძემ სკოლებში საფინანსო საქმისწარმოების სამართლებრივ საფუძვლებზე ისაუბრა. თერჯოლის სკოლების დირექტორების მოთხოვნით, სპმთპ-ის პრეზიდენტმა დაგეგმა თერჯოლის სკოლების დირექტორებისა და ბუღალტრების ერთობლივი სემინარი.