9 დეკემბერს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის მიერ ჩატარდა ტრენინგ-სემინარი მასწავლებელთა თვითშეფასების კითხვარის შევსებასთან დაკავშირებით აკეთის, ქვემო აკეთისა და ჭანჭათის საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის. მადლობას ვუხდით აკეთის საჯარო სკოლის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავჯდომარეს, ქალბატონ რუსუდან ხუხუნაიშვილს ტრენინგის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის.