ევროპის განათლების პროფკავშირის (ETUCE) ხელმძღვანელობის მოწვევით, ქ. პრაღაში, #სპმთპ-მა ევროპის რეგიონის 25 ქვეყნის განათლების პროფკავშირების ლიდერებს წარუდგინა პრეზენტაცია თემაზე:
,,ახალგაზრდა წევრების ხმის გაძლიერება - პროფკავშირების ძალისხმევის განახლებისთვის''
,,პროფკავშირის ფუნდამენტური ღირებულებები მუდმივია მისი დაარსების დღიდან. ყოველი ახალი თაობა ახალ იმპულსებს იძლევა ამ ღირებულებების დაცვისა და საქმიანობაში განხორციელებისათვის. თუ არა ახალგაზრდების მხრიდან მიმღებლობა პროფკავშირის იდეებისა, რაღაც ეტაპზე პროფაკავშირი შეწყვეტდა თავის არსებობას. თანამდეროვე პერიოდში, საქართველოში, ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციებში გაჩნდა სურვილი მშრომელთა უფლებების დაცვისათვის. თემა პოპულარულია! მაგრამ ხორციელდება პოპულისტური მეთოდებით, რაც ძირითადად გამოიხატება პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის კრიტიკით! მიზანი ერთია! გაიკეთონ თვითრეკლამა დასაქმებულებში და მოახდინონ პროფკავშირის ჩანაცვლება.
ახალგაზრდობის პროფკავშირულ საქმიანობაში ჩართვა ერთ-ერთი ურთულესი პროცესია. მას აქვს თავისი ობიექტური მიზეზებიც: საქართველოში პედაგოგთა საშუალო ასაკი 48 წელია. 2 წლის წინ შეადგენდა 52 წელს. უკანასკნელ წლებში, ახალგაზრდა თაობის პროფესიაში შემოსვლის მიზნით, სახელმწიფომ გადადგა რიგი ნაბიჯები: 2015 წელს დაიწყო რეფორმის ახალი ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, კარიერულ წინსვლას და მასწავლებლის საქმიანობის დაწყების კომპლექსურ ღონისძიებებს. პედაგოგიურ ფაკულტეტებზე ამოქმედდა, მასწავლებელთა მომზადების საბაკალავრო/სამაგისტრო სპეციალური პროგრამები სახელმწიფოს სრული დაფინანსებით; შეიქმნა მასწავლებლის მაძიებლობის პროგრამა, უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდებისათვის. 2019 წლისთვის უკვე მომზადებული იყო თანამედეროვე მეთოდილოგიებიით ახალგაზრდა კადრები პროფესიაში შემოსვლისათვის. დღის წესრიგში დადგა თაობათა ცვლა, მაგრამ ასაკოვანი მასწავლებლების ჩანაცვლების პროცესს სპმთპ არ ეთანხმებოდა, იმ მიზეზით, რომ ახალგაზრდა კადრების სკოლებში შემოსვლა უნდა მომხდარიყო ობიექტური პრინციპების დაცვით და ღვაწლმოსილი მასწავლებლების დაფასებით. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციტივითა და გადაწყვეტილებით, საპენსიო ასაკის მასწავლებლებს შესთავაზეს სახელმწიფო ჯილდო - 2 წლის ხელფასის ანაზღაურება, თავიანთი სურვილის შემთხვევაში პროფესიიდან გასვლის შემთხვევაში. 2019 წლის ზაფხულში, საპენსიო ასაკის 12000-მდე მასწავლებელი გავიდა სისტემიდან, რომელთაც სახელმწიფო ჯილდოს გადაცემასთან ერთად, ჩვენი მოთხოვნით შეუნარჩუნდათ მასწავლებლის სპეციალური დაზღვევა სიცოცხლის ბოლომდე. ამ პროცესებში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა, რომლის ინიციატივით, 2015 და 2016 წლებში გაიზარდა მასწავლებლის საბაზო ხელფასი ჯამში 60%-ით და იმისათვის, რომ პროფესია გამხდარიყო მიმზიდველი 2015 წლიდან კანონში შევიდა ნორმა, რომლის თანახმად, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება მასწავლებელთა სტატუსის დანამატების ყოველწლიურად ზრდის შესახებ. საქართველოში სტატუსის დანამატებს იღებენ უფროსის, წამყვანის და მენტორის სტატუსების მქონე მასწავლებლები. 2015 წლიდან დღემდე, უფროსი მასწავლებლის სტატუსის დანამატი გაიზარდა 960%-ით, წამყვანის - 1400%-ით და მენტორის - 1800%-ით. დღეს სტატუსიანი მასწავლებლების საშუალო ხელფასი არის 850 ლარია, ხოლო 2015-2016 აკადემიურ წლამდე საშუალო ხელფასი იყო 350 ლარი იყო.
ზემოაღნიშნული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად ახალგაზრდებისათვის პროფესია გახდა მიმზიდველი და დაიწყო სისტემაში ახალგაზრდა კადრების შემოსვლა. პროფკავშირისთვის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა და წარმოადგენს ფართო პროპაგანდისტული მუშაობა ახალგაზრდა პედაგოგების პროფკავშირულ საქმიანობაში ჩართვის მიზნით. შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის ეს ამოცანა შესრულებულია, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ უკანასკნელ 3 წელიწადში სისტემიდან გავიდა 12 000-მდე საპენსიო ასაკის მასწავლებელი, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა იყო პროფკავშირის წევრი და დღეს, წევრთა სტატისტიკა გაზრდილია. დღევანდელი მონაცემებით, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში არის 20-წლამდე ასაკის 242 მასწავლებელი, 20-დან 35-წლამდე 14407. აქედან, 11067-მა ახალგაზრდა მასწავლებელმა აიმაღლა სტატუსები და პროფესიაში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი: მათ შორის, უფროსი არის 9317; წამყვანი-1559 და მენტორი-191. სტატუსის ამაღლების პროცესშია 3340 მოქმედი ახალგაზრდა მასწავლებელი.
ახალგაზრდა პედაგოგების პროფკავშირულ საქმიანობაში ჩართულობის უზრუნველსაყოფად შევქმენით ახალგაზრდული ორგანიზაცია, სისტემტიურად ტარდება მათთვის სემინარები, პროფკავშირული სწავლება და სხვადასხვა ღონისძიებები.
ერთი სიტყვით, სპმთპ-ის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ,,ახალგაზრდა მასწავლებლების ხმის გაძლიერება” ორგანიზაციულ საქმიანობაში.
პარალელურად, სპმთპ-მა დაგეგმა და ახორციელებს ახალგაზრდა მასწავლებლების პროფესიული ზრდის ტრენინგ-პროგრამებს, კარიერული წინსვლის ხელშეწყობისათვის. ახალგაზრდა კადრებს განსაკუთრებით სჭირდებათ პროფესიული დაოსტატება კარიერული წინსვლისთვის. სპმთპ-მა შექმნა საგნობრივი დისციპლინების მიხდევით საგნობრივი ჯგუფები და შეიმუშავა სპეციალური ტრენინგ-მოდულები. სპმთპ-ის ორგანიზებული ტრენინგები ეფექტურია და მასში სიამოვნებით იღებენ მონაწილეობას ახალგაზრდები. დაინტერესება დიდია!
რეფორმის მიმდინარეობის პერიოდში, მასწავლებელთა წინაშე არსებული გამოწვევებისგან გამომდინარე, სპმთპ იბრძვის მასწავლებელთა პრობლემების გადაწყვეტისათვის. ამან დღის წესრიგში დააყენა პედაგოგთა ფართო ჩართულობის საკითხი. პედაგოგთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად შევქმენით ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭო”, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს საგნობრივი დისციპლინების მიხედვით გაანალიზოს სწავლ-სწავლების პროცესში არსებული პრობლემები, სახელმძღვანელობის და სწავლების მეთოდიკასთან დაკავშირებული საკითხები, წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები და ინიციატივები შემდგომი რეაგირებისათვის. ამ სათათბირო სტრუქტურაში მაღალი წარმომადგენლობით არიან ახალგაზრდები. ახალგაზრდების მეტად დაინტერესების მიზნით, სპმთპ-ის დაგეგმილი აქვს ახალგაზრდა მასწავლებლების მომზადება ტრენერებად, სამოქალაქო ცნობიერების სპეციალური ტრენინგ-მოდულებით.
🇬🇪🇺🇦სპმთპ თანაგრძნობასა და მხარდაჭერას უცხადებს გმირ უკრანელ ხალხს! საერტაშორისო მრგვალი მაგიდის მუშაობის დასასრულს, საქართველოს მასწავლებლების სახელით, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა გმირ უკრაინელ მასწავლებლებს თაობების პატრიოტული სულისკვეთებით აღზრდისთვის და იმისათვის, რასაც აკეთებენ საომარი მოქმედებების დროს.''🇬🇪🇺🇦🖇
ETUCE-ის პრეზიდენმა და დირექტორმა სპმთპ-ის პრეზიდენტს მაია კობახიძეს კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადეს გაწეული საქმიანობისთვის, საინტერესო და ინოვაციური მიდგომების დანერგვა -განხორციელებისთვის.