,,დღეს მსოფლიო მასწავლებლის მსოფლიო დღეს აღნიშნავს! ეს თქვენი დღეა! დღეა თქვენი სამუშაოსი, თქვენი წვლილს თითოეულ თემში, თქვენი ცოდნისა და სიბრძენის დღეა! და მთლიანად მსოფლიოში, თქვენს საზოგადოებებში თქვენი განსაკუთრებულ როლის დღეა!
რადგან ჩვენი მომავალი იქმნება თქვენს საკლასო ოთახებსა და სკოლებში ყოველ დღე!
მადლიერება შესანიშნავია და დასაფასებელია, თუმცა გავუსწოროთ თვალი რეალობას, მასწავლებლებს მადლობაზე მეტი სჭირდებათ! და იმისთვის რომ მართლაც დავაფასოთ მასწავლებლის პროფესია, საჭიროა რომ ყველა მასწავლებელს ვცეთ პატივი, იყვნენ უფრო მეტად დაფასებულნი, მათი განსაკუთრებული საქმიანობა გათავისებული!
დღეს მასწავლებლებს ბევრი გამოწვევა აქვთ: გადატვირთული სამუშაო, დაბალი ანაზღაურება და სტრესი. და მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ყველაზე საყვარელი საქმეა მასწავლებლობა ბევრი არ რჩება პროფესიაში, ამისთვის საჭიროა მსოფლიომ გადაუდებელი ზომები გავატაროთ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბევრი ახალგაზრდა არ ეუფლება მასწავლებლის პროფესიას. და ვიცით რატომ! სამუშაო პირობები არასახარბიელოა იმ საქმისა რასაც ეწევიან, ინფლაციის შესაბამისად არ მიმდინარეობს ხელფასის ზრდა, და ჩვენი პროფესიული ავტონომიურობა ჩანაცვლებულია კონტროლითა და ბიუროკრატიით!
2019 წელს UNESCO დაადგინა, რომ მსოფლიოს სჭირდება 69 მილიონ მასწავლებელზე მეტი, და ეს ციფრები მატულობს, მაშინ როდესაც სასურველი ხარისხიანი განათლებისთვის გვჭირდება მასწავლებლები!
ამიტომ განათლების ინტერნაციონალი და მისი 32 მილიონი მასწავლებელი 178 ქვეყნიდან უფრო მეტი მობილიზებისკენ მოგიწოდებთ. უნდა გავერთიანდეთ, გავაერთიანოთ ჩვენი ძალები, რომ ყველა მთავრობებს მოვუწოდოთ უფრო მეტი საჯარო ფინანსებით უზრუნველყოსკენ განათლებაში. ფინანსები უნდა მიმართლი იყოს, უპირველესიას- მეტი ინვესტირება მასწავლებლებში, დაცული იყოს შრომის უფლებები და კარგი სამუშაო პირობები, აგრეთვე შესაბამისი სამუშაო და კონკურეტუნარიანი ხელფასები. ჩვენ უნდა დავაფასოთ მასწავლებლები და პატივი ვცეთ მათ. მასწავლებლები იყვნენ გადაწვეტილების პროცესში ჩართლენი, წარმოდგენილები, ვენდოთ მათ პედაგოგიურ პრაქტიკასა და ექსპერტიზას.
ჩვენ პროფკავშირები მარტო არ ვართ. გაეროს გენერალური მდივანიც ყურადღებას ამახვლილებს მასწავლებლის ნაკლებობის საკითხზე და წუხს იმ საფრთხეებზე, რაც გვეხება ყველა ჩვენგანს! გაეროს დონზე შევქმენით მაღალი დონის ფორმატი მასწავლების პროფესიის საკითხებზე სამსჯელოდ, არსებული კრიზისის გზების დაძლევისთვის და მთავრობებისთვის საჭირო რეკომენდაციების გაწევისთვის!
განათლების ინტერნაციონალი არის მასწავლებლის ხმა მსოფლიოს მაღალ დონეზე, ჩვენ წარმოგადგენთ მაღალ დონეზე იმისთვის, რომ თქვენი რეალობა, თქვენი მოთხოვნები იყოს გათვალისწინებული. ჩვენ აქ არ ვჩერდებით, ჩვენ გავაგრძელბთ მეტ მობილიზებას და ორგანიზებას მასწავლებლებისთვის და ჩვენი მოსწავლეებისთვის ყველგან. ვიყოთ ერთიანები, მოვუწოდოთ მთავრობას მეტი საჯარო დაფინანსება განათლებაში. უნდა ვიმოქმედოთ დაუყოვნებლივ, ამ გლობალური გამოწვევის, რასაც მასწავლებლის ნაკეობობდა და მათ დაფასება ჰქვია.
უნდა აღვნიშნოთ მასწავლებლის მსოფლიო დღე და მეტიც მათ დღეა ყოველდღეა!