თამარ ბარისაშვილს სოლიდარობას უცხადებს თეა  ნონიკაშვილი. 

ასე გამოეხმაურა ამ საგანგაში ფაქტს გორის მუნიციპალიტეტის ს. ხიდისთავის მენტორი მასწავლებელი თეა ნონიკაშვილი, მრავალი პროექტის ავტორი და ეროვნული/საერთაშორისო კონსურსების გამარჯვებული!ღირსეული პიროვნება და ქართველი ქალი - ,, იცით რატომ მინდოდა სასამართლოზე გამარჯვება და ჩემს სკოლაში დაბრუნება? მოსწავლეებს რომლებიც მაფასებდნენ, მხედავდნენ მათთვის თავდადებული ვიყავი, არ მინდოდა ეფიქრათ რომ ადამიანების ბედს დიდ სკამზე მჯდომი ადამიანები განაგებენ, რომ მოსწავლეებს ჰქონოდათ გამარჯვების შეგრძნება! სამართლიანობის აღდგენის შეგრძნება! ამიტომ იცოდეთ რომ პროფკავშირი არაწევრებსაც იცავს! მათ მე და დედას მეორე სიცოცხლე გვაჩუქეს!”

,,მე გამათავისუფლა დედაჩემთან ერთად 2014 წელს დირექტორმა უკანონოდ, 37 მუხლით, ხელშეკრულების ვადის ამოწურვა, სხვა მიზეზი არაფერი ჰქონდა, არც პროფკავშირის წევრი ვიყავი, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ამ ორგანიზაციამ სრულიად უსასყიდლოდ გამომიყო ადვოკატი და სამართლებრივ ბრძოლაში დამეხმარა, მოვიგეთ პროცესი მე და დედამ და სკოლას დაეკისრა იძულებითი განაცდური 6000 ლარის ოდენობით, ჩვენ კი, დავბრუნდით სამართლის ძალით ჩვენს პოზოციებზე. ნებისმიერი სკოლა სიხარულით მიმიღებდა იმდენი წარმატებული პროექტი და აქტივობა მქონდა განხორციელებული, კომპეტენციაც დადასტურებული გამოცდებით, მაგრამ პრინციპის საკითხია, როცა უსამართლოდ გექცევიან თავი არ დააჩაგვრინო! ზოგი დირექტორი თანამდებობას ბოროტად იყენებს, პირადი მიზნებიდან გამომდინარე, სუბიექტურად აზროვნებს! იცით რატომ მინდოდა სასამართლოზე გამარჯვება და ჩემს სკოლაში დაბრუნება? მოსწავლეებს რომლებიც მაფასებდნენ, მხედავდნენ მათთვის თავდადებული ვიყავი არ მინდოდა ეფიქრათ რომ ადამიანების ბედს დიდ სკამზე მჯდომი ადამიანები განაგებენ, რომ მოსწავლეებს ჰქონდათ გამარჯვების შეგრძნება, სამართლიანობის აღდგენის შეგრძნება! ამიტომ იცოდეთ, რომ პროფკავშირი არაწევრებსაც იცავს! მათ მე და დედას მეორე სიცოცხლე მაჩუქეს!”

სპმთპ - ეს მხოლოდ თეას გამარჯვება არ იყო! თეას ბრძოლამ ყველა მასწავლებლის პრობლება გადაჭრა! 2013 წლის ზაფხულში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა ,,შრომის კოდექსში, რის თანახმად, მასწავლებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ჩაითვალა უვადოდ! თუმცა არცერთმა სკოლამ არ მიიღო ჩვენი კანონიერი განმარტებები. სასამართლოს ამ პრეცენდენტული გადაწყვეტილებით, მხოლოდ 2015 წლიდან დასრულდა ,,ერთწლიანი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის საფუძველზე მასწავლებელთა გათავისუფლებები”, ქვეყნის მასშტაბით!
დიდი მადლობა თეა! ყველა ღირსებასთან ერთად, მადლიანო! წარმატებები! ვამაყობთ შენით!