ევროპის განათლების პროფკავშირი ETUCE - European Trade Union Committee for Education) წევრ ორგანიზაციებთან ერთად მართავს - ონლაინ კონფერენციას ევროპის მასწავლებელთა კვირეულის ფარგლებში (2-6 ოქტომბერი) - ორწლიანი კამპანიის ფარგლებში #გავხადოთსწავლებამიმზიდველი
ონლაინ კონფერენციის მთავარი გზავნილია ევროპული სოციალური დიალოგით მივაღწიოთ მეტ შედეგებს:
• მასწავლებლის პროფესიის დაფასებისთვის
• მასწავლებლებში მეტი ინვესტირებით
• პროფესიაში კვალიფიციურ მასწავლებელთა მოზიდვით
ETUCE-ის წევრი ორგანიზაციები ეროვნულ დონეზე მიმდინარე ღონისძიებებს უზიარებენ კოლეგებს მასწავლებელთა ინტერესების ადვოკატირებისა და მათი უფლებების დაცვის მიმართულებებით
კონფერენციას ესწრებიან ETUCE-ის სოციალური პარტნიორის ევროკომისიის წარმომადგენლები.
✅2022 წელს ETUCE შეიმუშავა აღნიშნული ორწლიანი კამპანიის 10 ძირითადი მოთხოვა:
1️⃣პროფესიული ავტონომიურობის უზრუნველყოფა
2️⃣ეფექტური მექანიზმები კარიერის დასაწყებად და შენარჩუნებისთვის
3️⃣თანასწორობა და დივერსიფიკაცია
4️⃣სამუშაო დატვირთვის კონტროლი და ცხოვრების ბალანსის უზრუნველყოფა
5️⃣სოციალური დიალოგი
6️⃣ღირსეული ანაზღაურება
7️⃣ხარისხიანი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა
8️⃣უსაფრთხო და მდგრადი სამუშაო პირობები
9️⃣დემოკრატიული სკოლის კულტურის შექმნა
🔟მასწავლებლის პროფესიის დაფასება, პატივისცემა და აღიარება
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) - ევროპელ კოლეგებთან ერთად შემუშავებლ მოთხოვნების გათვალისწინებით ახორციელებენ ეროვნულ დონეზე ღონისძიებებს
#პროფესიუნალიმასწავლებლებიაძლიერებენთანამედროვე პროფკავშირს 🇬🇪
