ეს არის არა მხოლოდ წარმატება და გამარჯვება, არამედ უდიდესი ბედნიერებაა, ჩემთვის- ცრემლებიანი სიხარული!
ამ ღირსეული მასწავლებლის მონაწერი მინდოდა უცვლელად გამომექვეყნებინა:
,, მიზანს ის კი არ აღწევს ვინც მხოლოდ დაისახავს მას, არამედ ის ვინც ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ძალას და ენერგიას არ დაიშურებს!.... "ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი!!!.".. დიახ, მე ეკა ….. ვარ. მარტვილის მუნიციპალიტეტის …..საჯარო სკოლის ისტორიის გამარჯვებული მასწავლებელი.. რომელმაც მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 1 ქულის დაკლებისთვის მივმართე სასამართლოს და სასამართლომ გამოიტანა სამართლიანი განაჩენი ჩემს სასარგებლოდ.. ( მომჩივარ ეკა …… სარჩელი დაკმაყოფილდეს, მიენიჭოს კუთვნილი ქულა).... მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროვკავშირის პრეზიდენს ქალბატონ #მაიაკობახიძეს, გვერდში დგომისთვის, მადლობა რომ დაუღალავად იბრძვით ჩვენი პეტაგოგების უფლებების დასაცავად!.. ასევე უღრმესი მადლობა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს (სპმთპ) ქალბატონ Vivina Dzidziguri რომელიც მუდამ გვერდში მედგა მადლობა ქალბატონო ვივინა, რომ ყოველთვის იყავით ჩემს გვერდით. ასევე დიდი მადლობა ჩემს ადვოკატს თავის საქმის პროფესიონალს ბატონ #გიორგიქოსაშვილს და მოსამართეს სამართლიანი განაჩენისთვის. ყველა ჩვენთაგანის ბრძოლა სამართლიანობისთვის უკეთესი ქვეყნის აღმშენებლობის საწინდარია!... მითუმეტეს თუ ხარ მასწავლებელი!.. აღმზრდელი ახალგაზრდა თაობისა, რომლებმაც უნდა იცხოვრონ ღირსეულ და სამართლიან ქვეყანაში... არასოდეს დაკარგო რწმენა !... "დაიმახსოვრე სამართლისთვის ბრძოლას ყოველთვის აქვს შედეგი" ..