საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციას: ,,დანიური სწავლების მეთოდოლოგიების დანერგვა საქართველოში და მიღწეული შედეგების გაზიარება” საქართველოს ყველა რეგიონის 350-მდე მასწავლებელი და მოწვეული სტუმარი ესწრებოდა.
2023 წლის 1-ელ ივლისის სპმთპ-ის ეროვნული კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის ზოგადი განათლების სამმართველოს უფროსმა ქეთევან ებანოიძემ, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ და მასწავლებელთა პროფესიაში შემოსვლის და კარიერული წინსვლის ხელშესაწყობი პროგრამის ხელმძღვანელმა ხათუნა ბარაბაძემ; სოციალურმა პარტნიორებმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსებმა და საჯარო სკოლების დირექტორებმა, სპმთპ-ის საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესული გავნითარების ცენტრის ექსპერტ- ტრენერებმა.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მაღალი ინტერესისთვის, და ხაზგასმით ისაუბრა სპმთპ-ის დანიურ ორგანიზაციასთან პარტნიორობის მნიშვნელობაზე ქართველი მასწავლებლების პროფესიული განვითარების საქმეში.
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის” დირექტორი, ბერიკა შუკაკიძე: ,,ზოგადი განათლების სისტემის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია განათლების სისტემის ინტერნაცინალიზაცია. რასაც სამინისტრო დიდ ყურადღებას უთმობს. დანიური პროექტი ბევრს შესძენს აქ შეკრებილ მასწავლებლებს და ჩართულ სკოლებს. ყველას მთავარი მიზანია დაინერეგოს ახალებური მეთოდები, მიდგომები საგანმანათლებლო სისტემაში რაც აისახება ჩვენი ეფექტურობის ზრდაში და ჩვენი მოსწავლეებისთვის საინტერესო საგაკვეთილო პროცესის შექმნაში. დღევანდელი კონფერენციის მასპინძელთან ჩვენ მჭიდროდ და აქტურად ვთანამშრომლობთ და შევეცდებით ეს მიღწევები ინტეგრირებული იყოს ჩვენს სატრენინგო მოდულებში”.
კონფერენციის დასკვნით ნაწილში, სპმთპ-ის პრეზიდენტმა, მაია კობახიძემ, სპმთპ-ის 2022 წლის ყრილობის ინიციატივაზე, სპმთპ-ის საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ ისაუბრა. მან სიტყვა გადასცა ეროვნული სასწავლო გეგმის ექსპერტს, სპმთპ-ის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარეს როლანდ ხოჯანაშვილს. როლანდ ხოჯანაშვილმა აუდიტორიას აცნობა, რომ უკვე დაგეგმილია ინტენსიურ რეჟიმში სპმთპ-ის რეგიონალური კონფერენციების ორგანიზება, რომლის მომზადებაშიც საკონსულტაციო საბჭოს წევრები ჩაერთვებიან.
🔸კონფერენციის ბოლოს, მასწავლებლებმა აუდიტორიაში სპეციალურად მომზადებულ თანხმობის ფორმაზე ხელმოწერით დაადასტურეს საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად ჩართვის მზაობა და სურვილი.
სპმთპ-ის ეროვნული კონფერენციაზე, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების 16-მა მასწავლებელმა, სწავლა-სწავლების ევროპული სტანდარტები, პრაქტიკულად დანერგილი და ადაპტირებული სასწავლო რესურსები წარადგინა, რაც მათ 2017-2022 წლებში დანიის უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირის (GL) თანადგომისა და პარტნიორობის პროექტის - ,,სკოლისა და განათლების პოლიტიკის განვითარება საქართველოში, პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირთან თანამშრომლობით” მიმდინარეობისას გაიზიარეს და საქართველოს სკოლებში, თავიანთ პრაქტიკაში დანერგეს.
