2023 წლის 17 ივნისს, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის მე-2 საჯარო სკოლაში საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერათა თავისუფალი პროფკავშირის ქუთაისის მასწავლებელთა პირველი მეთოდური კონფერენცია - ,,თანამშრომლობა მომავლისათვის-ჩემი ერთი წარმატებული აქტივობა" - ჩატარდა. კონფერენცია საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) -ის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის ორგანიზებით გაიმართა, სადაც მონაწილეობა მიიღეს ქალაქის საჯარო სკოლების წარმატებულმა მასწავლებლებმა. კონფერენციაზე მომხსენებლებმა წარმოადგინეს თემები, რომელიც ეხებოდა: „პროექტზე დაფუძნებული სწავლება“, „განმავითარებელი თამაშების როლი სასწავლო პროცესში“, „თანამშრომლობა ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში“, „ციფრული რესურსების როლი სასწავლო პროცესში“, „კარიერული არჩევანი“, „კლუბური მუშაობის როლი არაფორმალურ განათლებაში“, „პროექტ გაკვეთილი-XXI საუკუნის გამოწვევა სწავლა-სწავლების პროცესში“, „საგნობრივი კათედრების ინტეგრირების როლი მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვაში“ და სხვა. კონფერენციას უძღვებოდნენ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) თავმჯდომარე ქალბატონი მაია კობახიძე, სპმთპ ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ გაბუნია და მენტორი მასწავლებელი დიანა ნემსიწვერიძე. კონფერენციას ესწრებოდნენ სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნათია კორძაძე, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელი ქალბატონი მაია ცქიტიშვილი; ქუთაისის საკრებულოს განათლების, კულტურის ,სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე ბატონი ბექა ქებულაძე; ააიპ ქუთაისის ბაგა/ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ბატონი დავით წიტაიშვილი; იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ბატონი მურად ჯიშკარიანი; ქუთაისის N13 საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი ელისო ირემაძე; ქუთაისის N12 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია სულავა. კონფერენციას თავმდჯომარეობდა სპმთპ -ის პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ექსპერტი და მენტორი მასწავლებელი როლანდ ხოჯანაშვილი. ბატონმა როლანდმა მაღალი შეფასება მისცა კონფერენციაზე გამომსვლელ მასწავლებლებს. ,,სპმთპ-ის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის მიერ გამართული კონფერენცია გამოირჩეოდა აკადემიურობით, ქუთაისელმა მასწავლებლებმა აჩვენეს კლასი. მიხარია, რომ სპეციალური მასწავლებლები ანგრევენ სტერეოტიპებს. მაღალი კვალიფიკაციით გამოირჩეოდნენ ყველა საგნის მასწავლებლები. კვალიფიციურობის ზეიმია ქუთაისში"- განაცხადა როლანდ ხოჯანაშვილმა სპმთპ მადლობას უხდის N13 საჯარო სკოლის მენტორ მასწავლებელს მაია წიქორიძესა და N29 სკოლის მენტორ მასწავლებელს დიანა ნემსიწვერიძეს, რომელთა ინიციატივითა და ძალისხმევით შედგა კონფერენცია.
