2023 წლის 8 ივნისს, რონდელის ფონდში საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის რიგით მეთერთმეტე შეხვედრა გაიმართა.
პლატფრომა დაარსებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 412 მუხლის თანახმად. მისი მიზანია შეთანხმების მონიტორინგი,რეკომენდაციების შემუშავება და მიწოდება ევროკავშირსა და საქართველოს თანამშრომლობის უმაღლესი დონის ინსტიტუებისთვის, მთავრობებისთვის, პარლამენტებისთვის.შეხვედრაზე მიიღეს ერთობლივი განცხადება. პლატფორმის შეხვედრა გახსნეს პლატფრომის თანათავმჯდომარეებმა რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა და მატეუშ ჟიმანსკიმ, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის წევრმა, პროფესიული კავშირის „სოლიდარნოსტ“-ის წარმომადგენელმა.
