საქართველოს დამოუკიდებლობის დღე რცხმელურის საჯარო სკოლაში🇬🇪 #სპმთპ ლენტეხი
2023 წლის 25 მაისს, წარმატებული მასწავლებლის, პროფკავშირის აქტიური წევრის ხათუნა ღლონტის Khatuna Glonti ინიციატივით, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე საპატიო სტუმრად იმყოფებოდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის ს. რცხმელურის საჯარო სკოლის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე ,,ჩემი საქართველო აქ არის!”. #ქმედითიმხარდაჭერასოფლისსკოლებს #დააფასემცირეკონტიგენტიანისკოლებისმასწავლებელი
,,ერთი მაგალითი იმის, რატომ უნდა არსებობდეს განსაკუთრებული ღვაწლისთვის, განსაკუთრებული ნესით სტატუსის მინიჭების კომისია! მდინარე ცხენისწყლის ხეობაში ერის ისტორიის, ტრადიციების, ფოლკლორის ნამდვილი ზეიმი მოაწყვეს! ცეკვა, სიმღერა, მხატვრული კითხვა ერთმანეთს ცვლიდა. მოსწავლეების შესრულება იყო არა მოყვარულის, არამედ პროფესიონალის დონეზე. ,,ჩემი საქართველო აქ არის"! ღონისძიებაზე მოსწავლეთა თვითშემოქმედება კი არა, შესრულების აკადემიური დონე ვიხილეთ! ენითაუღწერელი შრომაა ჩადებული თითოეული მოსწავლის ნიჭის გამოვლენასა და სწავლებაში. Iza Xecuriani არ დავიღლები საუბრით და მადლობის გადახდით, თქვენი შრომის, მოტივაციის და პროფესიონალიზმის გამოსახატავად, რაც სიტყვით თითქმის შეუძლებელია! #დააფასემასწავლებელი მოსწავლეებმა შეასრულეს პოეტ მარიამ კოზმანიშვილის ლექსები! ბედნიერი და ამაყია ერი, რომ თქვენ ყავხართ და მე, თქვენი მეგობრების სიაში!”- მაია კობახიძე, სპმთპ-ის პრეზიდენტი
#ღირსეულიანაზღაურებასკოლისდირექტორებს #დააფასესკოლისადმინისტრაციატექნიკურიპერსონალი.
,,გაიცანით ს. რცხმელურის საჯარო სკოლის ახალგაზრდა დირექტორი - ლამაზი, ჭკვიანი, ყურადღებიანი, კეთილგონივრული და სკოლის დემოკრატი მმართველი! @Xatuna Tvildiani, ვინც თავად არის ამ სკოლის აღზრდილი, ნათელი დადასტურება იმის, როგორ ფორმირდება სკოლაში პიროვნება, როგორი უნდა იყოს ერის პატრიოტი, პროფესიონალი მასწავლებელი/დამსაქმებელი, სკოლის ლიდერი და შვილი სამშობლოსი! ზოგიერთისთვის ჩვევად იქცა, ცალკეული დამსაქმებლის დარღვევების განზოგადება მთლიანად საზოგადოებაზე, რაც რბილად რომ ვთქვათ უზნეობაა!”- მაია კობახიძე, სპმთპ-ის პრეზიდენტი 🗒️სოფელ რცხემლურის საჯარო სკოლის ღონისძიება არის იმ მაგალითებს შორის რასაც სასკოლო საზოგადოება მხოლოდ ერთიანობით, თანამშრომლობით აღწევს ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის!
