სპმთპ ორგანიზებით იმართება ეროვნული კონფერენცია: „მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსები, საერთაშორისო გამოცდილება ჩვენს პრაქტიკაში და მათი გაზიარება“.
   კონფერენციის ფორმატი - ნებისმიერი ელექტრონული ვარიაციით, რომლის გაზიარებაც შესაძლებელია თიმსის პლატფორმით;
სამუშაო ენა: ქართული;
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 10-15 წუთი;
მსჯელობა - 10 წუთი;
მნიშვნელოვანი თარიღები:
პრეზენტაციების გაგზავნის ვადა ექსპერტიზებისთვის: 20 მაისის ჩათვლით კონფერენციის ელექტრონული ფოსტის მისამართი: 📧 infoeducatorgeorgia@gmail.com
კონფერენციაზე მომხსენებლად დაშვების შეტყობინება: 21-22 მაისი
თემატიკა:
1. ესგ-ის შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსები ჩემს პრაქტიკაში;
2. საერთაშორისო გამოცდილება ჩვენს პრაქტიკაში და მათი გაზიარება.
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და მართვა
მენტორის სტატუსის მისაღებად აუცილებელია სასწავლო რესურსის მომზადება
(„აპლიკანტი ქმნის სასწავლო/მეთოდურ რესურსს, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებს გამოკვეთილი სირთულეების გადალახვაში, მოტივაციის ამაღლებასა და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული გრძელვანიანი მიზნის მიღწევაში“).
საერთაშორისო გამოცდილება ჩვენს პრაქტიკაში და მათი გაზიარება. 
პროფესიული პასუხისმგებლობა
(კომპონენტი „აპლიკანტის მიერ საკუთარი და კოლეგების პროფესიული განვითარების მიზნით შერჩეული ლიტერატურა და/ან საგანმანათლებლო კვლევები არის საერთაშორისო, თანამედროვე, ინოვაციური და სანდო. აპლიკანტის პრაქტიკული საქმიანობით დასტურდება დამუშავებული და გაანალიზებული ლიტერატურის/კვლევების მიგნებების მიზნობრივი ტრანსფერი მის პედაგოგიურ პრაქტიკაში და შეფასებულია დანერგვის ეფექტიანობა. 
აპლიკანტის პრაქტიკული საქმიანობით დასტურდება
მიღებული გამოცდილების გაზიარება კოლეგებისთვის და დეტალურადაა აღწერილი და დასაბუთებული, როგორ შეუწყო ხელი სკოლის მასშტაბით აღნიშნული გამოცდილების დანერგვას და რეგიონული/ეროვნული მასშტაბით გაზიარებას).
სარეკომენდაციო თეორიები:
• სწავლის სოციალურ-კოგნიტური თეორია
• ჟან პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორია
• ლევ ვიგოტსკის კოგნიტური განვითარების სოციო-კულტურული თეორია
• კონსტრუქტივიზმი
• მორალური განვითარების თეორია
• ჰუმანისტური თეორია
• მრავალმხრივი ინტელექტის თეორია
და სხვა.
ესგ-სთან კავშირი შემდეგ საკითხებზე:
• კონსტრუქტივიზმის ხუთი პრინციპი
• ცნებათა პედაგოგიკა
• საფეხურის შედეგები
• ესგ-ის ტერმინოლოგია
• პრიორიტეტული თემები (8 თემიდან ყველა ან ერთი მაინც)
• ფუნქციური უნარები (ექვსი უნარიდან ყველა ან ერთი)
• გლობალური კომპეტენციები (8 კომპეტენცია)
• მაკროცნებები
• ციფრული ტექნოლოგია სწავლებაში
• ინკლუზიური განათლება
• კომპლექსური დავალება
• შედგების მიღწევების ტაქსონომია
და სხვა.
 მასალები ექსპერტიზებას გაივლის სპეციალისტებთან და დადებითი შეფასების მერე ეცნობებათ ავტორებს ონლაინ-შეხვედრის შესახებ დაზუსტებით.
 სასურველია, თუ კონფერენციაში მონაწილეობის მსურველი წარმოადგენს ორივე თემაზე მასალას.
 კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია როგორც სპმთპ-ის წევრებს, ასევე _ ნებისმიერ პედაგოგს.
 კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა!❗️
სპმთპ რეგულარულად გამართავს მსგავს კონფერენციებს.
 პატივისცემით,
სპმთპ-ის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე
როლანდ ხოჯანაშვილი