მსურს კიდევ ერთი ინფორმაცია მოგაწოდოთ: ჩვენს ორგანიზაციაში ბევრი უსტატუსო, მაძიებელი, უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებელია. ყველას დიდი პატივისცემა ჩვენგან! მეგობრები მყავს უფროსის სტატუსით, რომლებიც არიან საქართველოში ცნობილი უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალები! უსტატუსოები, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან!
გუშინ ბევრ ცილისწამებასა და დეზინფორმაციასთან ერთად რამდენჯერმე ამოვიკითხე კომენტარებში ,,პროფკავშირის მენტორები”! რბილად რომ ვთქვა მოკვდავთა ცოდვა და ცინიზმია! ასე მოიხსენიეს მინისტრთან შეხვედრაზე გამომსვლელი ჩვენი რაიონული ლიდერები-მენტორი მასწავლებლები! სქემამ ის შეძლო, რომ მასწავლებლებმა აიმაღლეს კვალიფიკაცია და ერთ-ერთი გამოხატულება იყო ,,პროფკავშირის მენტორების” დახვეწილი საუბარი, საკლასო ოთახში წარმატებული საქმიანობის და კარგი პრაქტიკული შედეგების განხილვას აქ არ დავიწყებ!
განგიმარტავთ, რომ თამარ კაკაჩია ჯერ მენტორი გახდა, შემდეგ პროფკავშირის წევრი და შემდეგ აირჩიეს წალენჯიხის მასწავლებლებმა პროფკავშირის ლიდერად!
Ekaterine Chelidze ჯერ მენტორი გახდა და მერე აირჩიეს ტყიბულის მასწავლებლებმა პროფკავშირის ლიდერად!
როლანდ ხოჯანაშვილი ჯერ მენტორი გახდა, ერთი წლის შემდეგ პროფკავშირის წევრი და შემდეგ კი, 40000-მდე წევრის წარმომადგენელი ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ აირჩია პროფკავშირის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარედ!
პროფკავშირის დანარჩენ ლიდერებზე, რომლებიც წარმატებული მასწავლებლები არიან მოგვიანებით დავწერ!