2023 წლის 21 აპირლს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, ზოგადი განათლების განვითარების სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად, სკოლის მასწავლებლებთან შეხვედრა გამართა, რომელშიც 150-მდე მასწავლებელი მონაწილეობდა. მინისტრმა სამუშაო ჯგუფის წევრებმა და პედაგოგებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის დახვეწის საკითხები, სკოლებში არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს.
ეკა ჭელიძე, მენტორი მასწავლებელი, პედაგოგთა პროფკავშირის ტყიბულის თავმჯდომარე, რომელმაც თავისი მაღალი მოტივაციით, თავდადებული შრომით, ქვეყნისა და მომავალი თაობის წინაშე პასუხისმგებლობით რეფორმის ყველა გამოწვევას ღირსეულად გასცა პასუხი, იბრძვის პედაგოგთა უფლებების დაცვისათვის და ვინც ითხოვს ,,გაუქმდეს სქემა” გაანალიზა, რომ ასეთ მასწავლებელს ჩამოერთვა მენტორის სტატუსი? ფიქრობს, რომ ასეთი დაუფიქრებელი მოთხოვნა იქნება უსამართლობა და უფლებების შელახვა მენტორი და წამყვანი მასწავლებლებისათვის? მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებელი ასეულობით არის სისტემაში! იგივე ეხება წამყვანის სტატუსის მასწავლებლებს! ეკა ჭელიძემ სხვა საკითხებთან ერთად დააყენა ორი საკითხი, რომელსაც ითხოვენ მასწავლებლები და მოგვმართავენ ჩვენ. ეს სამართლიანი და ადექვატური მოთხოვნაა, რომელიც სტატუსის ამაღლების მსურველი მასწავლებლებისათვის მხარდაჭერა და ობიექტური მოთხოვნაა: პორტფოლიოს ატვირთვის ვადა გაგრძელდეს 10-15 დღით და ვინც ვერ ასწრებს პორტფოლიოს მოწესრიგებას, არ უნდა დაელოდოს მომავალი წლის აპრილის თვეს, არამედ, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, აკადემიური წლის განმავლობაში ორჯერ გამოცხადდეს პორტფოლიოს წარდგენის ვადა! დიდი მადლობა ეკა! შენ დღეს გააჟღერე ჩვენი ორგანიზაციის მოთხოვნა, რაც სრულად ეფუძნება ასეულობით მასწავლებლის სამართლიან მოთხოვნას!