2023 წლლის 21 აპრილს, ვესწრებოდით მასწავლებელთა შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრთან, ბატონ გიორგი ამილახვართან!
🔹️შეხვედრა იყო ძალიან საჭირო და კონსტრუქციული
🔹️შეხვედრაზე წამოდგენილი ვიყავი როგორც მასწავლებელი და როგორც საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, შეხვედრას ესწრებოდნენ კოლეგები, სხვადასხვა რაიონული/საქალაქო ორგანიზაციის ლიდერები, ჩვენი მხრიდან წარმოდგენილ იქნა შემდეგი საკითხები:
1. საბაზო ხელფასების მატება, სადამრიგებლო დანამატის მატება, ადმინისტრაციის ხელფასი, მცირე კონტიგენტიანი სკოლების საკითხი, სახელმძღვანელოების საკითხი (ნათია გაბროშვილი, სპმთპ-ის გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე)
2. საბუნებისმეტყველო, საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწ. საკითხი, სრული დანამატის შესახებ! (ცირა გულუა სპმთპ-ის ზუგდიდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე)
3. ტექ. პერსონალის სახელფასო პოლიტიკა (იოსებ ჟღენტი სპმთპ-ის ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე)
4. პორტფოლიოს საკითხთან დაკავშირებით, ვადების გადაწევის და საერთოდ მოქნილობის შესახებ, წელიწადში ორჯერ მოხდეს სტატუსზე წარდგენა როცა ექნება მასწ. მზად და არა წელიწადში ერთხელ (ეკა ჭელიძე- სპმთპ ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე)
5. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაზე, ახალი სკოლის მოდელში ე.წ. ,,ჩართული" და ,,არაჩართული" სკოლების საკითხზე,(კურიკულუმები, მატრიცები, კომპლექსურები) ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე თავად ვესაუბრე ბატონ გია მურღულიას
🔹️შეხვედრა იყო საკმაოდ დაძაბული ,მინდა გითხრათ რომ მთელი რიგი საკითხებიდან , რაც დაისვა, ახალი რაც აქამდე არ დაგვიყენებია არ ყოფილა, სპმთპ-ის ყრილობაზე, ქალბატონი თამარ მახარაშვილის წინაშე იყო ეს საკითხები დასმული ჩვენ მიერ , არის საკითხები რაც მიმდინარეა და არის საკითხები რაზედაც უკვე დაწყებულია მუშაობა!
🔹️ბატონმა მინისტრმა შეაჯამა შეხვედრა, აღნიშნა, რომ გაგრძელდება მსგავსი ტიპის შეხვედრები!
ქალბატონმა თამარ მახარაშვილმა აღნიშნა, რომ იმსჯელებენ პორტფოლიოს ვადების გადაწევის საკითხზე და მიიღებენ შესაბამის გადაწყეტილებას!
P.S მთავარია ერთსულოვნება! არა აგრესია და დაპირისპირება, დიახ, მეც მოქმედი მასწ. ვარ და ბევრჯერ აღმოვჩენილვარ ე.წ. არათანაბარ პირობებში,
2010 წელს ჩავაბარე გამოცდა პროფესიულ უნარებში,
2011 წელს საგანში, ქართული (7-12),
2012 წელს დაწყებითი(I-VI) ქართული,
მერე ჩავერთე ე.წ ,,ძველ სქემაში", შევასრულე სხვადასხვა სავალდებულო აქტივობა , აი, 2014 წელს კი მითხრეს, რომ ძველი სქემა გაუქმდა, კრედიტობანა დაიწყო და თუ რამე გაქვს ჰა, ჰა, მაქსიმაური 6 კრედიტზე შეგიფასოთო, დამწყდა გული , ბევრ ნაშრომზე, მაგრამ 6 კრედიტი კი მივიღე და ბონუსად, რაც გადმომყვა ახალ სქემაში, ეს იყო ძველი სქემის შეღავათი, ხო ამასობაში სულ იყო გამოცდაჩაბარებულების მისამართით ზურგს უკან ქილიკი, გამოცდა ჩააბარა, ვითომ რაო, ჩვენზე უკეთეს გაკვეთილს ატარებსოო, არასდროს ავყოლივავრ ამ ხმებს, ჩემს საქმეს ვასრულებდი პირნათლად, მერე? მერედა მართლა შემიმოწმეს გაკვეთილი, აბა მართლა თუ შეუძლია გაკვეთილის ჩატარებაო, ჯერ შიდა შეფასების ჯგუფმა შემიმოწმა 7 გაკვეთილი, ეს ინოვაციურიო, ეს ინტეგრირებულიო, ეს მედიაწიგნირებაზეო და ა.შ. , მერე გარე შემფასებელიც მოვიდა, 5 გაკვეთილიდან ერთზე, ხო რა გაირკვა? გაირკვა ის, რომ მცოდნია გაკვეთილის ჩატარება, მაგრამ ჰოი საოცრებავ, ახლა ამ მოარულმა ხმებმა იცით რა თქვეს? გაკვეთილი არა ისაო, ერთი წელი ემზადებიანო, სპექტაკლებიაო, ხოდა აღარაა ახლა ეს გარეც, მერე კვლევებიო იყიდესო, გაყიდესო და ა.შ. მერე არა გამოცდებსო, ახლა არაპორტფოლიოებსო, რა გვინდა? არ ვიცი... უნდა ჩამოვყალიბდეთ!!!
🔹️13 წელი ჯიუტად ვაკეთებდი ჩემს საკეთებელს და 35 წლის ასაკში გავხდი სტატუსით მენტორი, პროფესიულად გავიზარდე, სწავლა-სწავლების ხარისხიც გავაუმჯობესე , რატომ მოვყევი ეს? იმიტომ, რომ მეტად დავინდოთ ერმანეთი, გვქონდეს ერთსულოვნება და ყველაფერი გამოგვივა!
წარმატებები კოლეგებო!