ევროპის მასწავლებელთა საჭიროებების ანალიზის და მასწავლებელთა პროფკავშირების გაძლიერებისათვის სამომავლო გეგმების დასახვის პარალელურად, მსოფლიოს განათლების პროფკავშირების საერთაშორისო ორგანიზაციის (EI) სპეციალურმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის ფედერაციის მასწავლებელთა პროფკავშირისათვის 3 წლით წევრობის შეჩერების თაობაზე.
აღნიშნული საკითხის ინიციატორები იყვნენ ლატვიის, უკრაინის და საქართველოს, პედაგოგთა პროფკავშირების ხელმძღვანელები. Maia Kobakhidze
2023 წლის 20-21 მარტს, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე Maia Kobakhidze ქ. ბრიუსელში ევროპის განათლების პროფკავშირების - ETUCE - 2023 წლის საგაზაფხულო კომიტეტის სხდომაზე მონაწილეობდა.
ორდღიანი სხდომაზე ETUCE-ის ხელმძღვანელებმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს წევრი ორგანიზაციების ლიდერებისადმი, ადგილობრივ და ევროპულ დონეზე მათი გაწეული საქმიანობისადმი, სხვადასხვა აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებზე მსჯელობისა და წვლილისადმი.
პლენარულ სესიებსა და ჯგუფური მუშაობის დროს კოლეგებმა განსაკუთრებული აქცენტები გააკეთეს
#სოციალურიდიალოგის მდგომარეობაზე განათლების დარგში - მიღწევებსა და გამოწვევებზე
ერთი ახალი მიმარლება და გამოწვებებს ხედავენ ხელოვნული ინტელექტის როლზე განათლებაში და პროფკავშირის როლის გამოხატვაზე
დასასრულს შემუშავდა ერთობლივი ინიციატივები ევროპის დონეზე განათლების ყველა საფეხურის განვითარების ხელშეწყობისა და ლობირებისთვის
სხდომის მიმდინარეობის ძირითადი გზავნილები იყო მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებისთვის და ევროპის რეგიონში მასწავლებელთა ნაკლებობის დაძლევის გზების ძიებისთვის
განათლების დარგის ევროპული რეგიონის პროფკავშირების ლიდერებმა თანადგომა გამოხატეს უკრაინისადმი და თურქეთში დამაგრეველი მიწისძვრისა და მსხვერპლთა მიმართ.
