26 ნოემბრს, ოფიციალურად გაიხსნა ევროპის ქვეყნების მასწავლებელთა პროფკავშირების - ETUCE კონფერენცია 2024, მონტენეგრს ქალაქ ბუდვაში.
2 სრული დღის განმავლობაში ევროპის მასწავლებელთა პროფკავშირები ერთიანდებიან გზავნილით: ,,ვიბრძვით სოციალური ევროპის საჯარო განათლების მომავლისთვის!"
ერთად ავირჩევთ ლიდერებს, განვსაზღვრავთ პრიორიტეტებს და გარდავქმნით პოლიტიკას უახლეს წლებში.
გვინდა თქვენ მოგისმინოთ! გაგვიზიარეთ თქვენი მიდგომები, კონფერენციის ძირითად აქცენტებზე.
მოდი ერთად ვიმუშაოთ, საჯარო განათლების, როგორც საზოგადეობრივი სარგებელისა და ადამიანის ფუნდამენტალური უფლების, მომავლის უზრუნველსაყოფად, .
ETUCE-ის წესდების ქვოტების გათვალისწინებით კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო სპმთპ-ის ხუთკაციანმა წარმომადგენლობამ:
• მაია კობახიძე - სპმთპ-ის პრეზიდენტი, ETUCE-ის კომიტეტის წევრი და კონფერენციის მთავარი დელეგატი;
• მარინა ალუღიშვილი - სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი, კონფერენციის დელეგატი;
• როლანდ ხოჯანაშვილი - სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს” თავმჯდომარე, კონფერენციის დელეგატი;
• თამარ ბარისაშვილი - სპმთპ-ის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, კონფერენციის დამკვირვებელი;
• ლევან ალიშანიძე - სსიპ ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს საჯარო სკოლის მასწავლებელი, სპმთპ-ის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციის თავმჯდომარე, კონფერენციის დამკვირვებელი.