საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) Maia Kobakhidze - ევროპის განათლების პროფკავშირთან (ETUCE - European Trade Union Committee for Education) და დასავლურ მასწავლებელთა პროფკავშირებთან (🇩🇰🇫🇮🇬🇪🇵🇹🇮🇪) ერთად ჩართულია ევროკომისიის პროექტში ,,ხელოვნული ინტელექტის ბალანსირება განათლებაში", რომლის მიზანია ევროპის რეგიონის მასწავლებელთა მხარდაჭერა, მათი შრომითი პირობების გაუმჯობესება, რისკფაქტორების დადგენა, საკანონმდებლო ბაზის შექმნისთვის რეკომენდაციების შემუშავება და გზამკვლევების შექმნა ხელოვნული ინტელექტისა და ტექნილოგიების სამყაროში.
საკანონმდებლო ნორმების და მექანიზმების დანერგვა და განხორციელებაზე ზრუნვის გზა არის #სოციალურიდიალოგი - სოციალურ პარტნიორების მჭიდრო თანამშრომლობა -ჩვენი უკეთესი მომავლისთვის
ტექნოლოგიები ცვლის განათლების სისტემას - ახდენს მასწავლებლის პროფესიის ტრანსფორმირებას
გლობალური განათლების მონიტორინგის ანგარიშიდან (GEM) გაეცანით ძირითადი ფაქტებს მასწავლებლებსა და ტექნოლოგიებზე განათლებაში:
- 94 ქვეყნის მასწავლებელთა 45% აღნიშნავს, რომ მათთან არ ყოფილა კონსულტაციები ახალი ტექნოლოგიების თაობაზე (Education International),
ტრენინგების შემდგომაც კი, მხოლოდ მასწავლებელთა 43% ფიქრობს, რომ ტენოლოგიების გამოყენების სრული მზაობა აქვთ (OECD, 2020).
- მხოლოდ 5 % ით არის დაცული განათლების სფერო სპეციალური პროგრამებით და ძალიან მცირეა მასწავლებელთა ტრენინგ-პროგრამები კიბრუსაფრთხოების (მონაცემთადაცვის) საკითხებზე (APWG, 2022).
- ქვეყნების მხოლოდ 49 % -მა შექმნა ტექნოლოგიების გამოყენების სტანდარტები მასწავლებლებისთვის (#GEMReport’s PEER).
განათლების სისტემების მხოლოდ ¼ ში არის საკანონმდებლო ნორმები მასწავლებელთა ტექნილოგიების ტრენინგ პროგრამების უზრუნველსაყოფად (GEM Report’s PEER).
- სკოლების ხელმძღვანელებმა უნდა შეასრულონ მთავარი როლი სკოლებში ტექნილოგიების ინტეგრირების შესაბამისი პირობების შესაქმენლად.
ტექნილოგოებს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, თუმცა ბევრი არის გასაკეთებელი, იმისთვის რომ მასწავლებლებმა მიიღონ უფრო მეტი მხარდაჭერა და იყვნენ შესაბამიად დაცულნი, აღჭურვილნი.
ნაკლოვანებების და გამოწვევების დაძლევით შესაძლებელია თანამედროვე და შესაბამისი განათლების სისტემების შექმნა.
#სპმთპ თითქმის ორი ათწლულია წარმატებით ნერგავს ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში სხვადასხვა თანამედროვე ტენდენციებს