საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე ევროპის განათლების პროფკავშირების (ETUCE) ორდღიან ონალინ საშემოდგომო სესიაზე ღებულობდა მონაწილეობას.
მიმდინარე წლის 14-15 ოქტომბერს, ევროპის რეგიონის განათლების პროფკავშირების 50 ლიდერმა, ETUCE-ის კომიტეტის წევრებმა Maia Kobakhidze მოამზადეს ,,ევროპის განათლების პროფკავშირების 2024 წლის კონფერენციის" პროგრამა, დღის წესრიგი და ETUCE-ის 2024-2028 წლის სამოქმედო გეგმა.
2024 წელს ETUCE-ის 3 დღიანი კონფერენცია იმართება მონტენეგროში, სახელწოდებით: ,,ვიბრძვით საჯარო განათლების მომავლისთვის სოცილურ ევროპაში“, სადაც წარმოდგენილი იქნებიან მასწავლებელთა ევროპული გაერთიანების წევრი ორგანიზაციების დელეგატები.
ETUCE-ის კომიტეტის წევრებმა იმსჯელეს რეზოლუციებსა და დადგენილებების პროექტების თემებიზე, რასაც წარუდგენენ კონფერენციის მონაწილეებს.
კონფერნციაზე განიხილება რეზოლუციები და დადგენილებები:
📌 ვიბრძვით საჯარო განათლების მომავლისთვის სოციალურ ევროპაში
📌ვერთიანდებით დაყოფისა და სიძულვილის საპასუხოდ,
📌 ვუზრუნველყოთ ჩართულობა და თანასწორობა
📌ვიცავთ უმაღლესი განათლებისა და კვლევების დარგს
კონფერენციაზე წარიმართება სამუშაო შეხვედრები, თემებზე:
🟩 ხელოვნული ინტელექტისა და ტექნოლოგიების გავლენები განათლებაში
🟩 განათლების როლი მშვიდობისთვის და ვასწავლოთ მშვიდობა
🟩 დისკუსიები მასწავლებლის პროფესიასა და მათ სტატუსზე
🟩 საჯარო განათლების სისტემების (ადრეული განათლებიდან - უმაღლეს განათლებამდე) განვითარება
🟩 ადამიანის უფლებები და დემოკრატია
🟩კლიმატური ცვილებები და განვითარების მიზნები