წელიწად-ნახევარია, რაც ფუნქციონირება დაიწყო სპმთპ-ის თერჯოლის რაიონულმა ორგანიზაციამ, რომლის საქმიანობას კოორდინირებას უწევდა ქ. თერჯოლის N1 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წამყვანი მასწავლებელი ხათუნა გურული.
2024 წლის 20 ოქტომბერი კიდევ ერთი განსაკუთრებული თარიღია სპმთპ-ის უახლეს ისტორიაში. საწესდებო მოთხოვნების დაცვით, სპმთპ-ის ახალი სტრუქტურის 500-მდე წევრმა 60 დელეგატი წარადგინა პირველ საანგარიშო-საარჩევნო კონფერენციაზე. 36 პირველად ორგანიზაციაში არჩეულ დელეგატებთან ერთად კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს აქტიურმა წევრებმა.
სპმთპ-ის თერჯოლის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია წარმართა ქ. თერჯოლის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორმა მასწავლებელმა ნატო კვენეტაძემ.
კონფერენციას ესწრებოდნენ სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, ვიცე-პრეზიდენტები მარი ალუღიშვილი და ნათია კორძაძე, სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს’’ თავმჯდომარე როლანდ ხოჯანაშვილი, სპმთპ-ის გორის და ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციების თავმჯომარეები ნათია გაბროშვილი და იოსებ ჟღენტი, ზესტაფონის ,,მომავლის სკოლის’’ ხარისხის მართვის მენეჯერი, მენტორი მასწავლებელი გიორგი ნებიერიძე.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს სოციალურმა პარტნიორებმა: თერჯოლის საგანმანათლბელო რესურსცენტრის უფროსმა ქეთევან შეყილაძემ, სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია თორთლაძემ, სკოლებისა და ბაგა ბაღების დირექტორებმა.
ხათუნა გურული წელიწად-ნახევრიანი საქმიანობის ანგარიშით წარდგა, შემდეგი აქტივობებით: სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტ ნათია კორძაძესთან ერთად დასაქმებულთა მოზიდვა-დამაგრების მიმართულებით 50-მდე საინფორმაციო შეხვედრა; სპმთპ-ის პრეზიდენტის ინიციატივით და როლანდ ხოჯანაშვილის მენტორინგით განხორციელებული სამი 10-საათიანი ტრენინგი; გრძელვადიანი ონლაინ ტრენინგები მასწავლებელთა პროფესიული საჭიროებების და კარიერული წინსვლის ხელშეწყობის სხვადასხვა მოდულებით; დირექტორობის მსურველთა ტრენინგები; 2024 წლის 18 თებერვალს, თერჯოლის მასწავლებელთა პროფესიული კონფერენცია, ,,წარმატებული პრაქტიკის გაზიარება,“ რომელშიც 21-მა პედაგოგმა წარადგინა პრეზენტაცია; სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების 5 ტრენინგი და სხვა. ორ ეროვნულ/საერთაშორისო და ონლაინ ეროვნულ კონფერენციებში მონაწილეობა მიიღეს/პრეზენტაციები წარადგინეს თერჯოლელმა მასწავლებლებმა.
ხათუნა გურულმა აუდიტორიას მომავალი ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა წარუდგინა და იმედი გამოთქვა, რომ სპმთპ-ის ხელმძღვანელობის თანადგომით შეძლებს წესდებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას.
მან მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის პრეზიდენტს მაია კობახიძეს, ვიცე-პრეზიდენტს ნათია კორძაძეს და ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ თავმჯდომარეს როლანდ ხოჯანაშვილს, გაწეული მუშაობისა და მხარდაჭერისათვის.
ხათუნა გურულმა მადლიერება გამოხატა თერჯოლის რაიონული საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ქალბატონ ქეთევან შეყილაძის და სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელს მაია თორთლაძის მიმართ, კონსტრუქციული თანამშრომლობისა და დემოკრატიული ღირებულებების დაფასებისათვის.
თერჯოლის კონფერენციის დელეგატებმა ერთსულოვნად გამოუცხადეს ნდობა ქ. თერჯოლის N1 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წამყვან პედაგოგს ხათუნა გურულს და სპმთპ-ის თერჯოლის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ ოთხწლიანი ვადით აირჩიეს.
,,გილოცავთ კოლეგებო! ამ დღიდან, თერჯოლის მასწავლებელთა ხმა სპმთპ-ის საქმიანობაში სრულუფლებიანია! ათი წელია მიმდინარეობს სპმთპ-ის აღდგენითი სამუშაოები და ეს დღე თერჯოლაშიც დადგა, რაც მხოლოდ თქვენი ერთიანობით, მაღალი ცნობიერებით და პროფკავშირისადმი ნდობით შევძელით! მადლობა თერჯოლელ პედაგოგებს! თქვენ აირჩიეთ პრინციპული, კეთილსინდისიერი, მაღალი მოტივაციისა და პასუხისმგებლობის მქონე ლიდერი - ხათუნა გურული. იმედს გამოვთქვამთ, ყველა ერთად შეძლებთ გააძლიეროთ თერჯოლის რაიონული ორგანიზაცია“ - განაცხადა სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძე.
,,ქალბატონო მაია, მადლობა თქვენ თანადგომისა და ხელშეწყობისთვის, თქვენი თავდაუზოგავი საქმიანობისთვის, მასწავლებელთა უფლებების დაცვისათვის, მათი ერთობის და ხმის გაძლიერებისათვის. მაქსიმალურად ვცდილობდი მეხელმძღვანელა თქვენი პრინციპებით და მაგალითი ამეღო თქვენგან. ვეცდები გავამართლო ეს ნდობა“- განაცხადა სპმთპ-ის თერჯოლის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ხათუნა გურულმა.
კონფერენციის მონაწილეებს მიმართეს რაიონული რესურსცენტრის უფროსმა და სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელმა.
გაიმართა დისკუსია. მაია კობახიძემ ყურადღება გაამახვილა ბოლო 12 წლის განმავლობაში სპმთპ-ის ინიციატივებით მიღებულ შედეგებზე, მასწავლებელთა ხელფასების ზრდის ტენდენციებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე. მან მადლობა გადაუხადა გამომსვლელებს აქტუალურ პრობლემებზე/საჭიროებებზე კვალიფიციური და ღია მსჯელობისათვის.
სპმთპ-ის თერჯოლის რაიონული ორგანიზაციის კონფერენციამ მხარი დაუჭირა რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილედ საბავშვო ბაგა-ბაღების მეთოდისტის თეა ქემოკლიძის არჩევას, დაამტკიცა რაიონული საბჭოს სიითი შემადგენლობა და აირჩია სპმთპ-ის ყრილობის დელეგატები.
კონფერენციის დასასრულს, ხათუნა გურულმა ემოციური მადლობა გადაუხადა კონფერენციის თავმჯდომარეს ქ. თერჯოლის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ მასწავლებელს ნატო კვენეტაძეს, კონფერენციის თავმჯდომარეობისა და თანადგომისთვის, მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის დირექტორს ნინო ოქრუაძეს, ხელშეწყობისათვის და თერჯოლის N1 საჯარო სკოლის დირექტორს ელისო მურადაშვილს განსაკუთრებული დახმსახურებისათვის. Xatuna Guruli #სპმთპ თერჯოლა