2024 წლის 24 ივნისს, სპმთპ-ის აბაშის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მიხეილ ჟვანიას ორგანიზებით აბაშის რაიონული ორგანიზაციის კონფერენცია გაიმართა, რომელსაც 150-მდე მასწავლებელი ესწრებოდა. პირველად პროფკავშირულ ორგანიზაციებში არჩეულ დელეგატებთან ერთად, საანგარიშო კონფერენციის მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობდნენ არადელეგატი წევრი მასწავლებლებიც.
სპმთპ-ის აბაშის რაიონული ორგანიზაციის საანგარიშო კონფერენცია გახსნა სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ. მან ისაუბრა სპმთპ-ის საქმიანობასა და გამოწვევებზე. მაია კობახიძემ მადლობა გადაუხადა აბაშის რაიონის პედაგოგებს მათი მაღალი სამოქალაქო ცნობიერების, ერთობისა და პროფკავშირისადმი გამოხატული ნდობისათვის. სპმთპ-ის პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებასთან ერთად იმსჯელა აქტუალურ თემებზე და მასწავლებლებს გააცნო პროფკავშირის მოსაზრებები, განსაკუთრებით მცირეკონტიგენტიანი სკოლების, დაწყებითი საფეხურის და მცირე საათობრივი დატვირთვის მასწავლებლების მხარდაჭერის შესახებ.
კითხვა-პასუხის რეჟიმში მასწავლებლებმა დააყენეს მწვავე საკითხები. მათ ობიექტურად და კომპეტენტურად განიხილეს სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის მასწავლებელთა მხარდაჭერის აუცილებლობა. იმედი გამოთქვეს, რომ პროფკავშირი ჩვეული პრინციპულობით გააგრძელებს ბრძოლას მასწავლებელთა ინტერესების დაცვისათვის.
აბაშელმა მასწავლებლებმა მადლიერება გამოხატეს პროფკავშირის და სპმთპ-ის პრეზიდენტისადმი, გაწეული მუშაობის, შედეგებისა და ხანგრძლივი დისკუსიისათვის.
კონფერენციის მეორე ნახევარი დაეთმო პროფესიულ საქმიანობას. აბაშის 4 საჯარო სკოლის რვა მასწავლებელმა საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით საინტერესო პრეზენტაციები წარმოადგინეს.
სსიპ აბაშის მუნიციპალიტეტის ს. საგვაზავოს საჯარო სკოლიდან: 1. ლია კუპრეიშვილმა - ბიოლოგია-ქიმიის წამყვანი მასწავლებელი, 2. ნანა კიკაბიძემ - დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი, 3. ხათუნა სახვაძემ - ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი,4. შორენა კუჭუხიძემ,- ისტორია-სამოქალაქო განათლების წამყვანი მასწავლებელი,5. ლია დანელია-დაწყებითი კლასების უსტატუსო მასწავლებელი.
6. ციალა ღვამიჩავამ - ისტ-ის უფროსი მასწავლებელი, სსიპ ს. კვათანის საჯარო სკოლა:
7. მურთაზი მიქანაძემ - ისტორია-სამოქალაქო განათლების უფროსი მასწავლებელი, სსიპ ს. პირველი მაისის საჯარო სკოლა;
8. ლიანა მიქანაძემ - რუსული ენის უფროსი მასწავლებელი, სსიპ ს. კეთილარის საჯარო სკოლა.
დანიურ ქართული პროექტში ჩართულმა აბაშელმა მასწავლებლებმა შორენა კუჭუხიძემ და ლია კუპრეიშვილმა, სპმთპ-ის დანიურ -ქართული პროექტის ფარგლებში მიღებული საერთაშორისო პრაქტიკის მაგალითები წარუდგინეს კოლეგებს.
კონფერენციას ესწრებოდნენ: აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მერაბ მიგინეიშვილი, აბაშის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები და სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი.