2024 წლის 11-12 ივნისს ჩატარდა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის მიერ ორგანიზებული ორდღიანი ონლაინ-კონფერენცია.
საქართველოს რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების პედაგოგებმა ეროვნულ დონეზე გააზიარეს საკუთარი პრაქტიკა, რომელიც შეეხებოდა გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო რესურსებსა და საერთაშორისო წარმატებული პრაქტიკის სკოლაში დანერგვას.
კონფერენციის მონაწილე მასწავლებლების მიერ წარმოდგენილი იყო გრძელვადიანი სასწავლო/მეთოდური მიზნების შესაბამისი სასწავლო/მეთოდური რესურსები, ასევე საერთაშორისო პროფესიულ ლიტერატურასა და/ან საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევებზე დაფუძნებული პრაქტიკა.
მასწავლებელთა მიერ წარმოდგენილი საკონფერენციო მასალები შეფასდა დადებითად სპმთპ-ის „პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ თავმჯდომარის, ესგ-ისა და ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ექსპერტის, როლანდ ხოჯანაშვილის მიერ.
გამომსვლელებმა უკუკავშირი მიიღეს სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის მიერ. მან ისაუბრა მასწავლებელთა უფლებათა დაცვისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების მნიშვნელობაზე, პედაგოგთა პროფკავშირის მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისა და აქტივობების შესახებ.
კონფერენციის მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციების ატვირთვა მოსახერხებელია სოციალურ ჯგუფში „მოსწავლეები და პროფესიონალი მასწავლებლები მომავლისათვის“ ბმულზე: https://www.facebook.com/groups/239846098675645
მსურველებს შეუძლიათ აღნიშნული პრეზენტაციები იხილონ და გამოიყენონ თავიანთ პრაქტიკაში. ის პედაგოგები, რომლებიც არიან სპმთპ-ის წევრები და საკონფერენციო მასალების ავტორებს უკუკავშირს გადაუგზავნიან, მომხსენებელი მასწავლებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღებენ სერტიფიკატებს.
სერტიფიკატები მომხსენებლებისა და უკუკავშირის გამცემებისთვის გაიცემა ელექტრონული ფორმატით.