2024 წლის 27 აპრილს, პედაგოგთა ეროვნულ კონფერენციას, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ლანჩხუთის რაიონულმა ორგანიზაციამ უმასპინძლა. კონფერენციის მონაწილეები იყვნენ სპმთპ-ის ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ქობულეთის და ფოთის წევრი პედაგოგები.
ეროვნული კონფერენცია გახსნა სპმთპ-ის პრეზიდეტნმა მაია კობახიძემ, მან პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და საუკეთსო პრაქტიკის გაზიარებისთვის მასწავლებელთა აქტიურობაზე გაამახვილა ყურადღება და წარმატებული მუშაობა უსურვა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას ღებულიბდნენ საპატიო სტუმრები: სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუგიშვილი, სპმთპ-ის პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, განათლების ექსპერტი როლანდ ხოჯანაშვილი, ლანჩხუთის რესურსცენტრის უფროსი ნინო ჩიტაძე და ლანჩხუთის მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძე.
კონფერენცია გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალიზმითა და აკადემიურობით, მსმენელთა წინაშე მოხსენებებით წარსდგა 44 პედაგოგი. კონფერენციამ იმუშავა შვიდ სექციად. კონფერენციის მუშაობას მენტორინგი გაუწია როლანდ ხოჯანაშვილმა. შემაჯამებელ, მე-3 ნაწილში, მომხსენებლების მიერ წარმოდგენილი პრეზენტაციები შეაჯამა როლანდ ხოჯანაშვილმა და მაღალი შეფასება მისცა. მომხსენებლებსა და მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. სპმთპ მადლობას უხდის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ლელა ქურიძეს, ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს როზა გოგუაძეს, ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის თამვჯდომარეს მზია ოსეფაიშვილს, ფოთის საქალაქო ორგანიზაციის თავმდჯომარეს ინგა გვასალიას და ქობულეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს გელა ლაზიშვილს კოორდინარებული მუშაობისთვის და ეროვნული კონფერენციის წარმატებით ჩატარებისათვის. "პროფესიონალი მასწავლებლები აძლიერებენ თანამედროვე პროფკავშირს"!