2024 წლის 14 აპრილს, სპმთპ-ის ხულოს რაიონული ორგანიზაციის ეგიდით გამართულ მასწავლებელთა რაიონული კონფერენციაზე - ,,ჩემი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება”ხულოს მუნიციპალიტეტის ზოგადსაგანამანთლებლო სკოლების 200-მდე უსტატუსო მასწავლებელმა გამოთქვა მონაწილეობის სურვილი.
კონფერენციის დაწყებამდე, ხულოს რაიონის პედაგოგებს სიტყვით მიმართეს სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ, ხულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ ბერიძემ და საგანმანათებლო რესურსცენტრის უფროსმა ედუარდ მიქელაძემ. მათ ხაზი გაუსვეს ხულოს რაიონის მასწავლებელთა მხარდაჭერის მნიშვნელობას, მთის სკოლების გამოწვევებსა და ხელშემწყობი პროექტების განხორციელებას.
სპმთპ-ის პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარემ როლანდ ხოჯანაშვილმა მასწავლებლების პროფესიულ ვალდებულებებზე ისაუბრა და კონფერენციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა პროფესიული მზაობისთვის.
კონფერენცია სესიებად წარიმართა, სადაც თითოეულ მონაწილე მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ საკუთარი პრაქტიკა წარედგინათ და კოლეგებისთვის გაეზიარებინათ. დისკუსიისა და უკუკავშირების პროცესში გამოიკვეთა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საჭიროებები.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ სპმთპ-ის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ემზარ დეკანაძეს მადლობა გადაუხადა მაღალ დონეზე ორგანიზებული კონფერენციისთვის.
პრაქტიკული ნაწილის სესიებს მოდერაციას უწევდნენ სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, სპმთპ-ის პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე როლანდ ხოჯანაშვილი, სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტები მარი ალუღიშვილი და ნათია კორძაძე. მონაწილე მასწავლებლების პრეზენტაციებში ნათლად ჩანდა მათი მზაობა და სწავლა-სწავლებისთვის მათ მხრიდან გაწეული ძალისხმევა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია სპმთპ-ის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს თავმდჯომარის ალექსანდრე ბერიძის და ბათუმის უნივერსიტეტის სპმთპ-ის ორგანიზაციის თავმჯდომარია თემურ მჭედლიძის უსტატუსო მასწავლებელთა რაიონული და რეგიონული კონფერენციების მხარდაჭერა და თანადგომა.
საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი აგრძელებს მაღლამთიანი სკოლების მასწავლებელთა მხარდაჭერას ყველა მიმართულებით