ქედის, შუახევის ხელვაჩაურის უსტატუსო მასწავლებლების რეგიონალური კონფერენცია ,,ჩემი საკუთესო პრაქტიკის გაზიარება”
სპმთპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და წინსვლის მხარდაჭერისთვის
2024 წლის 13 აპრილს, მასწავლებელთა რეგიონალურ კონფერენციას ,,ჩემი საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება” სპმთპ-ის ქედის რაიონულმა ორგანიზაციამ უმასპინძლა. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ქედის, ხელვაჩაურის, შუახევის ზოგადსაგანამანთლებლო სკოლების 150-მდე უსტატუსო მასწავლებელმა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამი რაიონის საჯარო სკოლების მასწავლებლებმა კონფერენციის ფორმატში განსაზღვრულ სესიებზე, საკუთარი საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები წარადგინეს. აგრეთვე იმსჯელეს მათი სკოლების მხარდაჭერის აუცილებელ ღონისძიებებსა და სწავლა-სწავლების პროცესებისთვის საჭირო მხარდაჭერაზე.
კონფერენციას ესწრებოდნენ სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, სპმთპ-ის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი მარი ალუღიშვილი, სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნათია კორძაძე, სპმთპ-ის პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე როლანდ ხოჯანაშვილი, შუახევის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრიჭიძე, ქედის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი, ბათუმის მასწავლებლის სახლის ექსპერტები: ზურაბ კეკელიძე, ქედის მუნიციპალოტეტის ს გეგელიძეების საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი, ექსპერტი, ტრენერი; მზია მუშამბაძე, ქედის მუნიციპალიტეტის ს წონარისის ს სკოლის დაწყები კლასების ტრენერი, მასწავლებელი და მზია ბოლქვაძე, ქედია მუნიც ქართულის ექსპერტი.
კონფერენციაზე გამომსვლელ უსტატუსო მასწავლებელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება წარმოადგინა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი როლი სწავლა-სწავლების პროცესში, მთის სოფლების სკოლების და მოსწავლეების საჭიროებებისათვის.
სპმთპ მადლობას უხდის ქედის რაიონული ორგანიზაციის ლიდერს თეიმურაზ შერვაშიძეს მასპინძლობისა და ორგანიზებისათვის, შაუხევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ლევან ნატარიძეს, ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ჯემალ ჯაფარიძეს რეგიონალური კონფერენციის ორგანიზებისათვის, სპმთპ-ის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს თავმდჯომარეს ალექსანდრე ბერიძეს, ბათუმის უნივერსიტეტის სპმთპ-ის ორგანიზაციის თავმჯდომარეს თემურ მჭედლიძეს უსტატუსო მასწავლებლების რეგიონალური კონფერენციის მხარდაჭერისათვის.