2024 წლის 5-7 აპრილს, სპმთპ-ის პრეზიდენტის მაია კობახიძის ინიცირებით და სპმთპ-ის ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მზია ოსეფაიშვილის ორგანიზებით ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის სპმთპ-ის პროფკაქტივმა პროფკავშირული სწავლება გაიარა, თემაზე ,,პროფკავშირის არსი, მიზნები და ამოცანები, თანამედროვე ეტაპზე".
სამდღიანი პროფსწავლება სპმთპ-ის საწირის პედაგოგთა და მეცნიერთა სახლის ბაზაზე გაიმართა. სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ ჩოხატაურელ მასწავლებლებთან ერთად დარგში მიმდინარე პროცესებზე იმსჯელა, მოისმინა მათი მოსაზრებები და მოლოდინები.
სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტის ნათია კორძაძის კოორდინირებით, ჩოხატაურელმა მასწავლებლებმა ჯგუფური მუშაობის ფარგლებში შეიმუშავეს კონკრეტული წინადადებები გამოწვევებისა და პრობლემების დასაძლევად, და წარმოადგინეს მათ რაიონში პროფკავშირული საქმიანობის გაძლიერება - განვითარების გეგმა.
სპმთპ-ის ჩოხატაურის რაიონული ორგანიზაციის პროფაქტივმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატეს სპმთპ-ის პრეზიდენტის მიმართ სამდღიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის. მისი ძალისხმევით მიღებული გადაწყვეტილებების გაცნობისა და შინაარსობრივად დატვირთული ინფორმაციის გაზიარებისთვის.