2024 წლის 30 მარტს, სპმთპ-ის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლელა ქურიძის ინიციატივით, საქართველოს სკოლამდელი განათლების რეალობაში, პირველად საქართველოში, საბავშვო ბაგა-ბაღების აღმზრდელ-პედაგოგთა პირველი რაიონული კონფერენცია გაიმართა.
კონფერენცია გახსნა სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ. მან მადლობა გადაუხადა კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ამ იდეის, მაღალი მოტივაციისა და მათი პროფესიონალიზმისთვის.
მაია კობახიძემ ისაუბრა სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულთა წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, სპმთპ-ის როლსა და შესაძლებლობებზე საბავშვო ბაგა-ბაღების დასაქმეულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი უფლებების დაცვისათვის. მან ყურადღება გაამახვილა სკოლამდელი დაწესებულებების დასაქმებულთა პროფესიული გავითარების ხელშეწყობაზე, დარგში არსებულ გამოწვევების დაძლევის გზებსა და სპმთპ-ის ინიციატივებზე.
კონფერენციას ესწრებოდნენ: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სააღმზრდელო ცენტრის მეთოდისტი ხათუნა ბოლქვაძე და 12 საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგები.
ლანჩხუთის საბავშვო ბაღების კონფერენციაზე პრეზენტაციები წარადგინეს, შემდეგ თემებზე:
1. ,,შეგრძნებები” - ნათია აფხაზავა და თამუნა ბიწაძე, ს. ჯურუყვეთის საბავშვო ბაღი;
2. ,,მცენარეები” - მარინე დიასამიძე, ს. ნინოშვილის საბავშვო ბაღი;
3. ,,შემოდგომა-სიმინდი“ - თამარ გოგიჩაიშვილი, თათია პატარაია, მზია ცინცაძე, ს. მაჩხვარეთის საბავშვო ბაგა-ბაღი;
4. ,,ძროხა” - მანანა აფხაზავა და ინგა გოგოტიშვილი-ტუღუში. ს. ხაჯალიის საბავშვი ბაგა-ბაღი; 5. ,,ტელეფონი” - მარიამ კვაჭაძე და ნანა ნიკოლაიშვილი, ს. შრომისუბნის ბაგა-ბაღი;
6. ,,წყლის სამყარო” - იზოლდა შენგელია, ს. შუხუთის ბაგა-ბაღი; 7. ,,ტრანსპორტი” - ნაირა როყვა, მაია მამრიკიშვილი და მარინა ლომაძე, ს. ჩიბათის საბავშვო ბაგა-ბაღი;
8. ,,შინაური ცხოველები -ძაღლი“ - ლელა სარიშვილი და ქეთევან ლომინაძე, ს. ღრმაღელის საბავშვო ბაღი;
9. ,,მცენარეები” - მარიამ გალოგრე, ს. ლესის საბავშვო ბაგა-ბაღი;
10. ,,წყლის ტრანსპორტი” - ნანა ბურძგლა, ს. ეწრის საბავშვო ბაღი;
11. ,,ახალი ამბები - ტელევიზია“ - მაკა გიქოშვილი, მაია რუსიძე, ვერიკო ზოიძე და ნინო გვიანიძე, ს. წყალწმინდის საბავშვო ბაგა-ბაღი;
12. ,,ფერები” - ნათია მორჩილაძე, ს. ნიგვზიანის საბავშვო ბაგა-ბაღი.
კონფერენციის დასკვნით ნაწილში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის სააღმზრდელო ცენტრის მეთოდისტმა ხათუნა ბოლქვაძემ რაიონულ კონფერენციის მომხსენებლების პრეზენტაციები შეაფასა და მეთოდური უკუკავშირები გააკეთა.
კონფერენციის მომხსენებლებს სპმთპ-ის პრეზიდენტმა და სპმთპ-ის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის ლიდერმა სერტიფიკატები გადასცეს.
,,მეტი მხარდაჭერა და აღიარება სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელებსა და პერსონალს!“
ლელა ქურიძე სპმთპ-ის ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაცია
