შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური, სამართლებრივი უფლებების დაცვის სხვა სრულყოფილი მეთოდი, როგორიც პროფკავშირი და მისი ფუნდამენტური ამოცანებია, მსოფლიოს საზოგადოებამ დღემდე ვერ შექმნა. და დღეს, პირველ რიგში, მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენი ორგანიზაციის დამაარსებლებს. საუკუნეზე მეტია ფუქციონირებს პედაგოგთა პროფკავშირი და განვითარების ყველა ეტაპზე იცავს საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაქმებულთა უფლებებს. საუკუნეზე მეტია იცვლება პოლიტიკური ვითარება, იცვლებიან მთავრობები, მაგრამ პროფკავშირის ამოცანები და მიზნები იგივე რჩება. ყველა ეტაპს თავისი გამოწვევები აქვს. ურთულესი წლებიც გვახსოვს, როდესაც ვიდევნობოდით, მაგრამ ყველა სირთულე გადავლახეთ. გამოწვევებს ვუპირისპირებთ ადექვატურ და კვლიფიციურ ქმედებებს.
დღეს, თამამად შეიძლება ითქვას, წარსულს ჩავაბარეთ შრომითი უფლებების მასიური შელახვის ფაქტები. გვაქვს სხვა მიღწევებიც, პედაგოგთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიმართულებითაც, რაც მიღწეულია ჩვენი წევრების მხარდაჭერითა და თანადგომით.
უფლებების დაცვის პარალელურად, ვზრუნავთ წევრთა კვალიფიკაციის და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისათვის. ერთი სიტყვით, ჩვენი ორგანიზაცია პროფკავშირის ფუნდამენტური ღირებულებების დაცვით, წევრებთან ერთად, ვქმნით პროფკავშირის ახალ ისტორიას!
მოდუნების უფლება არ გვაქვს! წინ უამრავი გამოწვევაა, რაც მოითხოვს მეტ კომპეტენტურობას, თანადგომას, და რაც მთავარია, სოლიდარობას!
გილოცავთ მშრომელთა საერთაშორისო დღეს!
,,იქნება სოლიდარობა, ყველაფერი გამოვა!“