2024 წლის 9 მარტს, ქ. ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სპმთპ-ის ორგანიზებითა და დანიის განათლების პროფკავშირის (Gl) მხარდაჭერით, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია: ,,დანიური წარმატებული პრაქტიკის დანერგვა საქართველოს სკოლებში-მომავალი განვითარებისათვის“.
შეგახსენებთ, რომ დანიურ-ქართული პროექტი ,,განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობებისა და სკოლის საგანმანათლებლო პოლიტიკის განვითარება საქართველოში, სპმთპ-თან ერთად“ ხორციელდებოდა 2017 წლიდან 2023 წლამდე, რომელშიც ჩართული იყო 148 სკოლის, 330 მასწავლებელი.
საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღი 460-მა მასწავლებელმა, საქართველოს ყველა რეგიონიდან.
საქართველოს მხრიდან საერთაშორისო კონფერენციას ესწრებოდნენ:
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი;
საქართველოს რაიონული საგანმანათლებლო რესურსცენტრების უფროსები და საჯარო სკოლების დირექტორები;
საერთაშორისო ადგილობრივი ორგანიზაციები - ვერა ჰარტმანი - დანიის სამეფოს საელჩო საქართველოში; იესპერ მოლერი-გაეროს ბავშვთა ფონდი-საქართველოს (UNICEF Georgia) ხელმძღვანელი და UNICEF Georgia-ს განათლების სპეციალისტი ნათია ჯოხაძე; გურანდა ღოღობერიძე-აშშ-ის შრომის საერთაშორისო ,,სოლიდარობის ცენტრის“ ქართული პროგრამების ხელმძღანელი.
დანიის მხრიდან კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს:
უმაღლესი საფეხურის მასწავლებელთა ეროვნული პროფკავშირის (GL) ხელმძღვანელმა პირებმა - იასპერ ჰოლმსმა და ჰანს ლაუგენსენმა;
დანიის გიმნაზიების 7-მა ექსპერტმა-მასწავლებელმა.
დანიელმა კოლეგებმა ოთხ ჯგუფში იმუშავეს ქართველ მასწავლებლებთან, შემდეგ თემებზე: ,,ინკლუზიური სწავლება“; ,,განმავითარებელი შეფასება“, ,,პრაქტიკა და დიალოგი კლასში“; ,,მოსწავლეთა კონსულტაციები“; ,,ციფრული წიგნიერება“.
დანიური მეთოდებისა და აქტივობების საგაკვეთილო პროცესში დანერგვის და მიღებული შედეგების თემაზე პრეზენტაციები წარადგინა 19-მა ქართველმა მასწავლებელმა.
ჩვენ თავს ვიკავებთ შეფასებებისგან! გაგაცნობთ დანიელი კოლეგების აზრს პრეზენტატორი მასწავლებლების მიმართ და მთლიანად კონფერენციის მნიშვნელობის თაობაზე:
🇩🇰 იასპერი ჰოლმი - ,,საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა არის იმ თამაშრომლობის გაგრძელება, რაც ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე წლის წინ. შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ მიღწეული შედეგებით! მასწავლებლების პროფესიული ზრდა განგრძობადი პროცესია და ყველაზე მნიშვნელოვანია თქვენს პროფესიულ ცხოვრებაში. თქვენ იძენთ იმ უნარ-ჩვევებს და სწავლობთ იმას, რაც გჭრიდებათ თქვენი მოსწავლეების და თქვენი სკოლებისათვის. აქ მყოფი დანიელების სახელით მინდა მადლობა გადაგიხადოთ და აღტაცება გამოვხატო თითოეული თქვენგანისადმი“.
🇩🇰 ჰანს ლაუგესენი - ,,მიხარია რომ დავბრუნდი თქვენთან. ჩვენი საქმიანობა არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში, რადგან განათლების თანასწორობის ხელშეწყობისთვის აუცილებელია ყველა აქტორის ჩართულობა. მასწავლებლებმა ერთმანეთისგან უნდა ვისწავლოთ დიალოგი, რომ მივაწოდოთ ერთმანეთს ჩვენი ხედვა, ჩვენი პროფესიონალიზმით, ჩვენი საჭიროებებისთვის. ჩვენს პროფესიაში არსებული გამოწვევების დასაძლევად მზა რეცეპტები არ არსებობს. ჩვენ გვჭირდება მეტი არგუმენტები, ზეგავლენების მოსახდენად. ვისწავლოთ ერთმანეთისგან! ეს არის ღერძი ჩვენი წარმატებისა. ჩვენ ვთანამშრომლობთ არა იმისთვის, რომ გასწავლოთ, არამედ, თქვენთან თანამშრომლობით ჩვენც ვსწავლობთ. ეს ორმხრივია, რისი მიზანიც ურთიერთგაძლიერებაა. ქართველი მასწავლებლები ხართ ცნობისმოყვარეები, მაღალი ინტერესით და თავდადებით გამსჭვალულნი, რათა მიიღოთ მეტი სიახლე და ეს ყველაფერი გვეხმარება, რომ გვქონდეს უსასრულო მეგობრობა ჩვენი მოსწავლეების სასარგებლოდ“.
🇩🇰 მირელა რედიჩი - ,,გვიხარია, რომ მონაწილეობა მივიღეთ საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში, ვართ პროფესიული საქმიანობის და იმ დიდი სიყვარულის ნაწილი, რაც სუფევდა ღონისძიების დროს. აქ შევხვდით პროექტის მონაწილე მასწავლებლებს და ძალიან ბევრ უცნობ კოლეგას. ქართველი მასწავლებლების მადლიერება და მეგობრობა ენით აუღწერელია. სასიხარულოა, რომ ქართველი მასწავლებლების მხარდაჭერის პროექტი, რაც 2017 წელს დავიწყეთ, გრძელდება. პროცესი მდგრადია! გვახსოვს, მასწავლებლების პირველ ჯგუფთან მუშაობის დაწყება. პირველი დღე მშვიდი იყო, მასწავლებლები მეორე დღიდან გახდნენ მონდომებულები და მიზანსწრაფულები. დღეს, მართლაც განსაკუთრებული გრძნობა დაგვეუფლა, ამდენ მონდომებულ ქართველ მასწავლებელს რომ შევხვდით. ისინი მზად არიან განვითარებისთვის და საკუთარი საქმიანობის გაძლიერებისთვის. პროფკავშირის ლიდერები დგამენ ქმედით ნაბიჯებს და მასწავლებლები მიჰყვებიან მათ. ჩვენ გავაგრძელებთ ქართველი მასწავლებლების მხარდაჭერას.
დღევანდელ კონფერენციაზე მნიშვნელოვანი იყო განათლების მინისტრის მოადგილის, დანიის სამეფოს საელჩოს, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლების და მოსწავლეების ჩართულობა. ეს ყველაფერი ადასტურებს ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის - მასწავლებელთა პროფკავშირის შესაძლებლობებს.
მესამედ ვარ საქართველოში. მე აქ შევხვდი ძლიერ, მომხიბლელ ლიდერს, როგორც ქალს, ასევე პროფესიონალს. მათემატიკოსი ვარ და მახარებს, რომ ამ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს მათემატიკოსი. სპმთპ-ის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტები განსაკუთრებული პიროვნებები არიან, მათ აქვთ საქმიანი და მეგობრული ურთიერთობები.
დღეს, რაც ჩემმა მოსწავლე მირამ იხილა, შთამბეჭდავია მისთვის! ჩემი და მირას სტატია ქართველ მასწავლებლებსა და მათ პროფკავშირებზე, მალე დაიბეჭდება ჩვენს ადგილობრივ გაზეთში. ჩვენი ურთიერთობები გრძელდება! მირამ და საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე ქართველმა მოსწავლეებმა, თავიანთ მასწავლებელთან ერთად, ორგანიზება გაუწიეს ონლაინ შევედრებს, სადაც იმსჯელეს სწავლების სხვადასხვა საკითხებზე”.
🇩🇰 მირა ჯეისირიპავენი (დანიელი მოსწავლე) - ,,გავიცანი შრომისმოყვარე, მიზანდასახული, ჭკვიანი, ლამაზი ქართველი მასწავლებლები და მოტივირებული, მეგობრული ჩემი თანატოლები, მოსწავლეები, რომლებიც მომავალი მასწავლებლები არიან“.
🇩🇰 დიტე ბურმაისტერი - ,,ყველაზე გასაოცარი არის ის, რომ ასეთი ცნობისმოყვარეები ხართ, გაქვთ მზაობა მიიღოთ სიახალე, დანერგოთ და განავითაროთ! ამის გამო ვართ ასეთი მაღალი პასუხისმგებლობით და მოხალისეობრივად მზად, რომ ჩვენი დადებითი წვლილი შევიტანოთ თქვენს საქმიანობაში! თქვენ გაქვთ შრომის უდიდესი უნარი. თქვენ შეძელით 21-ე საუკუნის კომპეტენციების ქართულ რეალობაშა გადატანა. ჩვენი მხრიდან, თუ გაძლევთ მოტივაციას და ინსპირაციას, ამისთვის ყოველთვის მზად ვართ! თქვენ ხართ ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესონი მსოფლიოს მასწავლებელთა შორის.
ჩვენთვისაც, როგორც მასწავლებლებისთვის, დიდი მოტივაციაა ყოველთვის, როცა ვხვდებით მოტივირებულ მასწავლებლებს-სპმთპ-ის წევრებს. უნდა აღვნიშნოთ, რომ თქვენი ძლიერი პროფკავშირის საქმიანობა თვისობრივად ცვლის მასწავლებელთა ცხოვრებას“.
🇩🇰 ლის აილერცენი - ,,მიმართა მასწავლებლებს: ,,რამდენიმე კითხვა უნდა დაუსვათ საკუთარ თავს. ეს ყველაფერი გინდათ, რომ მარტოებმა აკეთოდ? არა! უნდა იპოვნოთ, რაც შეიძლება მეტი მოკავშირე, მოიძიეთ მეტი პარტნიორი, ჩაებით დისკუსიებში და დაგეგმეთ მოსწავლეების საჭირობებზე მორგებული აქტივობები, გაკვეთილები”.
🇩🇰 კატრინ ლენჰოლდტი - ,,განსაკუთრებული გრძნობა, რაც დაგვეუფლა არის თქვენი ერთგულება და დამოკიდებულება პროფესიისადმი, ათვისებული სიახლეებისა და ჩვენდამი. კონფერენციის მსვლელობისას, ქართველ მასწავლებლებში დავინახეთ უზარმაზარი მოტივაცია და ინტერესი, სრული მზაობა ცვლილებებისთვის. თქვენ ცდილობთ ცვლილებები შეიტანოთ საგნის სწავლებაში და მთლიანად, თქვენს სკოლაში. შექმენით გუნდი, დაარწმუნეთ თქვენი კოლეგები და გაიყოლეთ ისინი“.
🇩🇰 ბირტე ჰენრიქსენი - ,,Gl - ის დახმარებით ჩართული ვიყავი სამი ქვეყნის პროექტებში. უნდა ვთქვა რომ ქართველების მსგავსი ენთუზიაზმით აღვსავსე მასწავლებლებსა და პროფკავშირის ასეთ ორგანიზებულობას არსად შევხვედრივარ. ის, რაც განვიცადე საქართველოში, დაუვიწყარია. წარმოუდგენლად შთამბეჭდავია, როგორ ხართ განვითარებაზე ორიენტირებულები. ვიმედოვნებ, რომ ჩვენც შევიტანეთ ჩვენი წვლილი თქვენი პედაგოგიური განვითარების საქმეში.“
🇩🇰 ნანა ვეკუა - ,,მადლობელი ვარ, რომ დანიელ და ქართველ მასწავლებელთა თანამშრომლობის ნაწილი გავხდი. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობამ. ამ კონფერენციაზე ქართველმა მასწავლებლებმა გვაჩვენეს მათი უსაზღვრო დაინტერესება დანიური წარმატებული მეთოდებისადმი და მასწავლებლის პროფესიის მიმართ უსაზღვრო სიყვარული. დიდი მადლობა ყველა მონაწილეს თავდადებული მუშაობისათვის, რომელმაც დანიელ და ქართველ მაწავლებლებს გაგვიკვალეთ გზა წარმატებული თანამშრომლობისკენ. იმედია, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება მომავალშიც და ისევ გვექნება ერთმანეთთან შეხვედრის შესაძლებლობა. დიდი მადლობა სტუმართმოყვარეობისათვის, სიყვარულისა და სითბოსთვის! მიყვარხართ და მეამაყებით“!
🇩🇰 იაკობ გუდმენსენი - ,,საოცარია, ამ მოკლე დროში, 2017 წლიდან, როგორ განავითარეს ყველაფერი ჩვენმა ქართველმა კოლეგებმა. გისმენდით და ყველა ვიყავით აღფრთოვანებული, ვინაიდან კონფერენციაზე სუფევდა სრული სიყვარული და პასუხისმგებლობა, მოტივაცია და პროფესიონალიზმი. ამას ყველაფერს საფუძვლად უდევს პროფკავშირის მხარდაჭერა. ჩვენ ერთად გავაკეთეთ ის, რომ პროექტი გაგრძელდება და მომავალშიც ვითანამშრომლებთ“.
საერთაშორისო კონფერენციაზე, თემების მიხედვით, პრეზენტაციები წარადგინეს:
✅ ,,თამაში და მოძრაობა მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად”
ლია ჩხაიძე, სსიპ ქ. თბილისის N32 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი;
მარინა მაჭავარიანი, სსიპ ქ. თბილისის N213 საჯარო სკოლის მათემატიკის უფროსი მასწავლებელი;
ლელა ჩუბინიძე, სსიპ ქ. თბილისის N12 საჯარო სკოლის რუსული ენის უფროსი მასწავლებელი.
✅ ,,განვითარების 7 ნაბიჯი”
ანა ანუშიძე, სსიპ ქ. ბათუმის N2 საჯარო სკოლისა და ა(ა)იპ ბათუმის ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლის გეოგრაფია/ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი.
✅,,წერითი დავალებები საგაკვეთილო პროცესში”
-მთვარისა ბაბილოძე, სსიპ ქ. ბათუმის N2 საჯარო სკოლის ხელოვნების უფროსი მასწავლებელი.
✅,,დანიური სწავლების სტრატეგიების დანერგვა და გაზიარება ქართულ საგანმანათლებლო რეალობაში”
-მაია წიქორიძე, სსიპ ქ. ქუთაისის N13 საჯარო სკოლის ბიოლოგია/ბუნებისმეტყველების მენტორი მასწავლებელი;
-დიანა ნემსიწვერიძე, სსიპ წმინდა ნინოს სახელობის ქ. ქუთაისის N3 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი;
-სოფიო კოხრეიძე, სსიპ ქ. ქუთაისის N26 საჯარო სკოლის რუსული ენის წამყვანი მასწავლებელი.
✅,,მოსწავლე - მოსწავლის მეგზური”
-ნათია გაბროშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი;
-სვეტა გორგიშელი, მათემატიკის უფროსი მასწავლებელი;
სსიპ- ზაზა ბირთველიშვილის სახელობის ქ. გორის N7 საჯარო სკოლა;
-ანნა შატიკიშვილი, სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფ.ახალდაბის საჯარო სკოლის გერმანული ენის მენტორი მასწავლებელი, დირექტორი;
-მარეხ მექვაბიშვილი, სსიპ ვასილ განჯელაშვილის სახელობის სოფ.სვენეთის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი.
✅,,სკოლის დემოკრატიული მართვის კულტურა”
-ნაზიბროლა მემარნიშვილი, სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი.
✅,,განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში”
-რუსუდან პაქსაძე, სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ს. ჩოჩხათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი.
✅,,გამოწვევების დაძლევა - განძის მაძიებლები”
-ქეთევან ოჩინსკი, სსიპ ქალაქ ყვარლის N2 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების უფროსი მასწავლებელი.
✅,,დანიური სასწავლო მეთოდები “
-დიანა ბერიძე, სსიპ მინდია აბაშიძის სახ. ხელვაჩაურის მუნიც ს. თხილნარის N1 და თხილნარის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების წამყვანი მასწავლებელი.
✅ ,,შეფასების სისტემები და უკუკავშირის კულტურა”
-ქეთევან გოგალაძე, სსიპ დავით კაკიაშვილის სახელობის ქ. ხაშურის N2 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მენტორი მასწავლებელი.
✅,,ურთიერთშეფასებისა და თვითშეფასების როლი მოსწავლეთა განვითარებაში”
-ნათია დევნოზაშვილი, ისტორიის წამყვანი მასწავლებელი
-მარიკა ლომსაძე, ბიოლოგიის უფროსი მასწავლებელი სსიპ ქ. ბოლნისის N5 საჯარო სკოლა.
✅ ,,სპორტული ფესტივალი”
-მზია კობრავა, სსიპ ქ.ბორჯომის N1 საჯარო სკოლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უფროსი მასწავლებელი.
დანიის სკოლების საგანმანათლებლო პოლიტიკის ადვოკატირების ერთ-ერთი წარმატებული მიმართულებაა მოსწავლეთა აქტიური ჩართულობა სკოლის მართვის პროცესში და მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთპარტნიორობა. ამის დადასტურება იყო, რომ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა დანიის დელეგაციის ყველაზე უმცროსი წარმომადგენელი, გიმნაზიის დამამთავრებელი კლასის მოსწავლე მირა იესირიპავანი.
საერთაშორისო კონფერენციაზე პრეზენტაციით წარსდგნენ ქართველი მოსწავლეებიც:
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ს.ხიდრის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ ჩაჩანიძე; ყვარლის N2 საჯარო სკოლის 11 მოსწავლეები ვახო მირზიკაშვილი და მარიამ ოჩინსკი; გორის N12 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლუკა მერებაშვილი; გორის მუნიციპალიტეტის ს. ტინისხიდის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ზურაბ კურდღელაშვილი და გურამ ფედოროვი, კერძო - სკოლა ,,ნინოს” მე-12 კლასის მოსწავლე.
სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ თავმჯდომარის, ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორი მასწავლებლის როლანდ ხოჯანაშვილის მოსწავლეებმა კონფერენციის მონაწილეებს, ქართულ და ინგლისურ ენებზე გააცნეს თავიანთი მისწრაფებები და შეხედულებები მასწავლებლის პროფესიისადმი, მოტივაცია, რატომ აირჩიეს პროფესიად მასწავლებლობა.
გვსურს, მადლიერებით აღვნიშნოთ ქ. ქუთაისის სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლების წვლილი საერთაშორისო კონფერენციის მსვლელობის დროს, რომელთაც ოთხ ჯგუფში, ვორქშოპებზე, შეითავსეს თარჯიმნის ფუნქცია.
დანიელი და ქართველი მასწავლებლების ეფექტური, მაღალკვალიფიციური, შეუფერხებელი კომუნიკაციისათვის, სპმთპ მადლობას უხდის ქართველ მასწავლებლებს:
დიანა ნემსიწვერიძეს, სსიპ წმინდა ნინოს სახელობის ქ. ქუთაისის N3 საჯარო სკოლა;
დიანა ბოგვერაძეს, გენერალ გიორგი კვინიკაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი;
ნინო ახალაძეს, სსიპ წმინდა ნინოს სახელობის ქ. ქუთაისის N3 საჯარო სკოლა;
დეა ნიქაბაძე, შპს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა ლიცეუმი;
ეკატერინე არველაძეს, სსიპ ქ. ქუთაისის N31 საჯარო სკოლა;
რუსუდან კარკაძეს, ქ. ქუთაისის N32 საჯარო სკოლა.
და, კიდევ ერთის შესახებ: როგორც უკვე აღვნიშნეთ, კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა 460 მასწავლებელი, რისი შესაძლებლობაც მოგვცა დარბაზმა და სამუშაო ფორმატმა. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ, პირადი პრაქტიკის გაზიარების მსურველ ყველა მასწავლებელს, რომელთა მომართვიანობა ძალიან დიდი იყო.
შევეცდებით ეტაპობრივად დავაკმაყოფილოთ ჩვენი ყველა წევრის სურვილი და მივცეთ მათ შესაძლებლობა გააცნონ კოლეგებს თავიანთი წარმატებული საქმიანობა.