სპმთპ-ის პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის როლანდ ხოჯანაშვილის და ქ. თბილისის 114-ე საჯარო სკოლის დირექტორის ლალი ჯინჭარაძის ორგანიზებით, სკოლის პედაგოგებთან შეხვდრა გაიმართა.
სპმთპ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა პროფკავშირის ჩართულობაზე რეფორმის დაგეგმვის/მასწავლებელთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების პროცესში და სპმთპ-ის ინიციატივებზე.
კითხვა-პასუხის ფორმატში განმარტებები გააკეთეს სპმთპ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ნათია კორძაძემ და როლანდ ხოჯანაშვილმა.
საქმიანი და თბილი შეხვედრა მიმდინარეობდა მსოფლიოს უმაღლესი სტანდარტების მქონე სკოლის ახალ შენობაში, სადაც თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის საკლასო ოთახებთან ერთად, არის სკოლის ღონისძიებებისთვის რამდენიმე გარე და შიდა სივრცე.
ახალ შენობაში გადასვლის აღსანიშნავად, როლანდ ხოჯანაშვილმა სკოლას საჩუქრად გადასცა ,,ვეფხისტყაოსნის” ახალი გამოცემა.