2024 წლის 10 მარტს, დანიურ-ქართული პროექტის მონაწილის, ქ ქუთაისის მენტორი მასწავლებლის მაია წიქორიძის ინიციატივით დანიელი ექსპერტ-მასწავლებლები, დანიის განათლების პროფკავშირის წარმომადგენლები, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე, ვიცე-პრეზიდენტები მარი ალუღიშვილი და ნათია კორძაძე, სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე, ექსპერტ-მასწავლებელი როლანდ ხოჯანაშვილი, სპმთპ-ის ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ გაბუნია და საერთაშორისო კონფერენციაზე სპეციალურად მიწვეული სხვადასხვა მუნიციპალიტეტის ქართველი მოსწავლეები ქ ქუთიასის მე-13 საჯარო სკოლას ეწვივნენ.
მიუხედავად არასაგავეთილო პერიოდისა, დანიელი კოლეგებისა და სტუმრების სკოლაში მიწვევის მიზანი იყო დანიელი ექსპერტებისათვის დანიურ-ქართული თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილების, შესწავლილი სტრატეგიების დანერგვისა და ინტეგრირების უშუალოდ სწავლა-სწავლების საგაკვეთილო პროცესში ჩვენება.
ქ. ქუთაისის მე-13 საჯარო სკოლის დირექტორის ელისო ირემაძის ხელმძღვანელობით, სკოლის პედაგოგიური საზოგადოების წარმომადენლებმა დანიელ კოლეგებს და საპატიო სტუმრებს სასკოლო გარემო-პირობები და მოსწავლეების მიერ პროექტული /კომპლექსური დავალებებით შექმნილი ნამუშევრები გააცვნეს. მათ ისაუბრეს სკოლის სწავლა-სწავლების პროცესზე და აღნიშნეს, რომ სკოლაში სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები სწავლობენ.
დანიელი კოლეგებისთვის საჩვენებელი, ინტეგრირებული სამოდელო გაკვეთილი შეიმუშავეს ამავე სკოლის ბიოლოგიის მასწავლებელმა მაია წიქორიძემ, ინგლისური ენის მასწავლებელმა ნინო ფაიქიძემ, სსსმ-ის მოსწავლის ასისტენტმა, VI კლასის დამრიგებელმა მაკა აბჟამდაძე.
    საჩვენებელი გაკვეთილის თემა იყო - ,,ბიომრავალფეროვნება“, რაც ინტეგრირებული იყო ინგლისური ენის სწავლებასთან, სსსმ მოსწავლის ჩართულობის უზრუნველყოფით.
    გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა მასწავლებლის მიერ მიწოდებული დიდაქტიკური მასალითა და სახალისო აქტივობებით განსაზღვრეს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მნიშვნელობა სამყაროს მდგრადი განვითარებისათვის. არგუმენტირებულად იმსჯელეს, გამოთქვეს მოსაზრებები ადამიანის საქმიანობის გავლენის შესახებ ბიომრავალფეროვნებასთან მიმართებაში.
    მოდიფიცირებული მიზანი: მოსწავლეებმა, მასწავლებლის მიერ მიწოდებული დიდაქტიკური მასალის მეშვეობით, შექმნეს წითელ წიგნში შეტანილი ორი ცოცხალი ორგანიზმის სქემატური ილუსტრაცია.
სამოდელო გაკვეთილი სრულ თანხვედრაში ოყო მდგრადი განვითარების მიზნებთან, კერძოდ:
🔹მიზანი 14: ოკეანეების,ზღვებისა და ძღვის რესურსების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება;
🔹მიზანი 15: ხმელეთის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი განვითარება;
🔹მიზანი 17: თანამშრომლობა საერთო მიზნებისათვის;
გაკვეთილის მსველობისას გამოყენებული იქნა დანიური პროექტის ფარგლებში შესწავლილი და დანერგილი აქტივობები:
აქტივობა - “თამაში ფერადი წებოვანი ფურცლებით“, მოსწავლეებში უცხოურ ენაზე საკომუნიკაციო და ზეპირმეტყველების უნარჩვევების განვითარების მიზნით. ინგლისური ენის მასწავლებელმა მოსწავლეს წებოვან ფურცლებზე დაუწერა სიტყვა და შუბლზე დააკრა. სიტყვის ამოცნობის მიზნით მოსწავლე სვამდა შეკითხვებს, რომლებზეც პასუხი ფიქსირდებოდა „დიახ“ ან „არა“. მოსწავლე ცდილობს დაფიქსირებული პასუხებით გამოიცნოს დაწერილი სიტყვა. ეს აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში საკომუნიკაციო უნარების, კითხვის სწორად დასმისა და თანამშრომლობის უნარების განვითარებას. აქტივობა ამარტივებს უცხო სიტყვების დამახსოვრების პერსპექტივას, სასწავლო პროცესს ხდის აქტიურსა და ხალისიანს. ზემოაღნიშნული აქტივობა შეიძლება გამოყენებული იყოს სხვა საგნებშიც.
მეორე აქტივობა ,,გააცოცხლე სურათი“ გამოიყენა ბიოლოგიის მასწავლებელმა. მოსწავლეებს მისცა სიტუაციური ამოცანა, რომელიც ეხებოდა ტყის რესურსების მდგრად გამოყენებას. მოსწავლეებს კითხვა-პასუხის რეჟიმში უნდა გაეცოცხლებინათ ის პეიზაჟი, რომელიც რეალურად არსებობდა ტყეში ცოცხალი ორგანიზმების ურთიერთობების თვალსაზრისით და აგრეთვე, უნდა გამოეთქვათ ვარაუდი, თუ როგორ შეიცვლებოდა ეს პეიზაჟი ადამიანის მიერ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შედეგად. ეს აქტივობა მოსწავლეებს უვითარებს არგუმენტირებული მსჯელობის, საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის და ვარაუდების გამოთქმის უნარებს. ამ აქტივობამ მოსწავლეებს მისცა შესაძლებლობა გაეაქტიურებინათ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, ემსჯელათ არამარტო საკუთარი არამედ საზოგადოებრივი სარგებლის პერსპექტივიდან.
მესამე აქტივობა - “ტკბილი კოშკი“, ხელს უწყობს მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარების განვითარებას; შეიძლება ითქვას რომ ამ დროს მოსწავლის ტვინში ორივე ჰემისფერო აქტიურადაა ჩართული. ერთის მხრივ, ისინი ფიქრობენ, თუ როგორ შექმნან მდგრადი ტკბილი კოშკი, მეორეს მხრივ, უწევთ დროის ფაქტორის გათვალისწინება, მესამე კი, აუცილებელია კოორდინირებული მუშაობა ჯგუფის ყველა წევრთან.
🔸აქტივობის მიმდინარეობისას, მოსწავლეებთან ერთად ჯგუფურ მუშაობაში ჩაერთვნენ დანიელი მოსწავლე და ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოსწავლეებიც. აქტივობის კულმინაციურ ეტაპზე, თვით დამსწრე ექსპერტებ-მასწავლებლებმაც მიიღეს მონაწილეობა, რამაც კიდევ უფრო მეტი ხიბლი და ხალისი შემატა გაკვეთილს. ეს აქტივობა მოსწავლეებს აძლევს საშუალებას პატივი სცეს თანაგუნდელის მოსაზრებას და თავადაც იყვნენ აქტიურნი. ფაქტობრივად, აქტივობა მუშაობს მოსწავლეებში კომპლექსური აზროვნების გააქტიურებაზე.
🔸გაკვეთილი შეაფასა ექსპერტ-მასწავლებელმა როლანდ ხოჯანაშვილმა. მან ხაზგასმით აღნიშნა მასწავლებლების მაღალი კვალიფიკაცია და მოსწავლეთა ჩართულობა, რისთვისაც მადლობა გადაუხადა მათ. მასწავლებლების მიზანი იყო დანიურ-ქართული პროექტის ფარგლებში შესწავლილი აქტივებების გამოყენება. როლანდ ხოჯანაშვილმა სთხოვა მოსწავლეებს, მეორე აქტივობის მიხედვით შეექმნათ საინფორმაციო ტექსტი, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე. მასწავლებლებმა მადლობა გადაუხადეს როლანდ ხოჯანაშვილს საინტერესო რეკომენდაციისთვის.
🔸სპმთპ მადლობას უხდის ქ ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს მაია ცქიტიშვილს, დანიური დელეგაციის სკოლაში ვიზიტის ხელშეწყობისათვის და განსაკუთრებით ქ. ქუთაისის სკოლის სრულ შემადგენლობას, მასპინძლობისთვის.
🔸დაუვიწყარია დანიელი სტუმრების გულწრფელი ემოციები და მაღალი შეფასებები, გაკვეთილის მიმდინარეობისას გამოთქმული პოზიტიური უკუკავშირები.