საქართველოს საჯარო სკოლების 400-მდე მასწავლებელმა დანიელ უმაღლესი საფეხურის 7 მასწავლებელთან ერთად განიხილეს განათლების მომავალი და ერთმანეთს სასკოლო სისტემაში ინკლუზიურობის, საკლასო დიალოგის, მოსწავლეთა კონსულტაციისა და ციფრული წიგნიერების შესახებ საუკეთესო გამოცდილება გაუზიარეს.
პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული სემინარი ჩატარდა დაიწყო 2017 წელს, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი (სპმთპ) და GL – Gymnasieskolernes Lærerforening-ის თანამშრომლობით. მას შემდეგ დანიური სასწავლო მეთოდები გამოიყენება საქართველოს 700-ზე მეტ სკოლაში. თანამშრომლობა დაფინანსებულია დანიური ორგანიზაცია CISU - მიერ.
CISU წევრობაზე დაფუძნებული უმსხვილესი ორგანიზაციაა, რომელიც ფოკუსირდება გლობალური სამოქალაქო საზოგადოების მუშაობაში ჩართული ორგანიზაციების საქმიანობის ხელშეწყობაზე.

https://www.facebook.com/DenmarkinGeorgia/posts/pfbid07YRswLnqRJWzFaeRqEgwU7B8hNCbZ8CNfHDYs14wyxMu6xUqdRX7JBb5hKThaZSal