სპმთპ-ის საინფორმაციო შეხვდრა მარნეულელ პედაგოგებთან და დისკუსია პროფესიულ საკითხებზე
სპმთპ-ის მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ვახიდ იბრაგიმოვისა და მისი მოადგილის ნონა დევაძის ინიციატივით, 2024 წლის 11 თებერვალს, სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე და ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს” თავმჯდომარე როლანდ ხოჯანაშვილი მარნეულის საჯარო სკოლების მასწავლებლებს შეხვდნენ.

მარნეულის მუნიციპალიტეტის 35 სკოლის 60-ზე მეტმა მასწავლებელმა სპმთპ-ის პრეზიდენტისგან მოისმინეს სპმთპ-ის საქმიანობის შედეგები, ინიციატივები და სამომავლო გეგმები. პედაგოგებმა იმსჯელეს ზოგადსაგანმანთლებლო სისტემის რეფორმის საკითხებზე, მოსალოდნელ ცვლილებებზე, მასწავლებელთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების დაცვასთან დაკავშირებულ პრიორიტეტებზე. მაია კობახიძემ აქცენტირებულად ისაუბრა არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა საჭიროებებსა და მხარდაჭერაზე.

საინტერესოდ წარიმართა პროფესიულ საჭიროებებზე მსჯელობა. როლანდ ხოჯანაშვილმა ისაუბრა ეროვნულ სასწავლო გეგმაში მიმდინარე ცვლილებებზე. მან კოლეგებს გაუზიარა მასწავლებელთა კარიერული წინსვლის და პროფესიული სტანდარტის, კონსტრუქტივიზმის, სამოქმედო კვლევისა და მისი სახეების, მოსწავლეთა მიღწევების დიაგნოსტირებისა და ცნებათა პედაგოგიკის საკითხებზე. შეხვედრა წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში. მასწავლებლებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს განხილული საკითხების მიმართ. მათ მიიღეს ამომწურავი და კომპეტენტური პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებზე.

დამსწრე საზოგადოებამ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სპმთპ-ის ლიდერებს და მარნეულის წარმომადგენლებს, რადგან მიეცათ შესაძლებლობა მიეღოთ მართებული ინფორმაცია, სოციალურ ქსელებში ხშირად გავრცელებული დეზინფორმაციების პირობებში .