2024 წლის 10 თებერვალს, გორში, ჩატარდა მასწავლებელთა რაიონული კონფერენცია ,,მასწავლებელი - მასწავლებლის წარმატებისთვის."
კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ სპმთპ-ის პრეზიდენტი, ქალბატონი მაია კობახიძე და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი,ქალბატონი ნანა ტერმაკოზაშვილი.
დამსწრე საზოგადოებამ მოუსმინა სპმთპ-ის პრეზიდენტს, ქალბატონ მაია კობახიძეს. მათ დადებითად შეაფასეს დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებების დასაცავად სპმთპ-ის ინიციატივები და გატარებული ღონისძიებები და ქალბატონ მაიას პროფესიული მხარდაჭერისა და გაწეული საქმიანობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს.
გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა ნანა ტერმაკოზაშვილმა, აღნიშნა,რომ მასწავლებელთა კონფერენცია, პროფესიული გამოცდილების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობაა და ასეთი აქტივობები,ხელს უწყობს მასწავლებლებს,უკეთ შეასრულონ თავიანთი პროფესიული ვალდებულებები.
სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს” თავმჯდომარის, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის ჯგუფის წარმომადგენლის, ექსპერტისა და მენტორი მასწავლებელის როლანდ ხოჯანაშვილის ფასილიტაციით, გორის მასწავლებელთა რაიონული კონფერენციის მონაწილე მასწავლებლები, არაერთ საუკეთესო და საინტერესო პრაქტიკას გაეცვნენ, რომლებიც შემდგომში ეროვნულ დონეზე გაზიარდება.
როლანდ ხოჯანაშვილმა ყველა მომხსენებელს საჭირო და ეფექტური უკუკავშირი მისცა.
კონფერენციას, სსიპ- ზაზა ბირთველიშვილის სახელობის ქალაქ გორის N7 საჯარო სკოლამ უმასპინძლა.მადლობა სკოლის დირექტორს,ქალბატონ რუსუდან ლომიძეს და სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს გაწეული დახმარებისთვის!
