მასწავლებელთა პროფესიული ვალდებულებების შესრულებისა და პროფესიული პრაქტიკის გაზიარების მიზნით, სპმთპ ინტენსიურად განაგრძობს კონფერენციების ორგანიზებას, როგორც ონლაინ, ისე-პირისპირ.
2024 წლის 3 თებერვალს, სპმთპ-ის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნაირა ქააძემ ,,ახმეტის მასწავლებელთა კონფერენციაზე” მუნიციპალიტეტის 22 სკოლის მასწავლებელი და დირექტორი მიიწვია.
საკონფერენციო დარბაზში 100-მდე მონაწილეს მიესალმნენ სპმთპ-ის პრეზიდენტი მაია კობახიძე და ახმეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ნადიბაიძე, რომელმაც აღნიშნა,რომ მასწავლებელთა კონფერენცია, საგანმანათლებლო კულტურის ხელშემწყობი და კოლეგებს შორის პროფესიული გამოცდილების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობაა.
დამსწრე საზოგადოებამ მოუსმინა სპმთპ-ის პრეზიდენტს, ქალბატონ მაია კობახიძეს. მათ დადებითად შეაფასეს დასაქმებულთა შრომითი, სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლებების დასაცავად სპმთპ-ის ინიციატივები და გატარებული ღონისძიებები. მაია კობახიძეს მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერისა და გაწეული საქმიანობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს. მასწავლებლებმა სპმთპ-ის პრეზიდენტის წინაშე კვალიფიციური განმარტების მიღების მიზნით,სხვადასხვა აქტუალური საკითხი წამოჭრეს.
სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს” თავმჯდომარის, ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის ჯგუფის წარმომადგენლის, ექსპერტისა და მენტორი მასწავლებელის როლანდ ხოჯანაშვილის ფასილიტაციით, ახმეტის მასწავლებელთა რაიონული კონფერენციის მონაწილე მასწავლებლები, არაერთ საუკეთესო და საინტერესო პრაქტიკას გაეცვნენ, რომლებიც შემდგომში, უკუკავშირის მიღების მიზნით ეროვნულ დონეზე გაზიარდება.
პრეზენტატორებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია ახმეტის რაიონის,სოფ ზემო ალვანის N2 საჯარო სკოლის სამი მასწავლებლის კოლაბორაციამ. ხელოვნების მასწავლებელმა ნაირა მელიქიძემ, ისტორიის მასწავლებელმა გიორგი ყურშიტაშვილმა და ისტ-ის პედაგოგმა მაკა კარელიძემ ინტეგრირებული პროექტის ყველა ფაზა დეტალურად წარადგინეს და უკუკავშირის სახით, არაერთი მოსაზრება და შეფასება მიიღეს კოლეგებისგან.
როლანდ ხოჯანაშვილმა ყველა სტატუსის მასწავლებელს პროფესიული ვალდებულებების შესრულებისთვის საჭირო კონსულტაცია გაუწია.ახმეტა