2024 წლის 27 იანვარს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების უსტატუსო და სტატუსიანი მასწავლებლების პროფესიული ვალდებულებების მხარდაჭერის მიზნით გურჯაანის მასწავლებელთა რაიონული კონფერენცია სპმთპ-ის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ესმა არსენიშვილის ორგანიზებით გაიმართა.
გურჯაანის მასწავლებელთა რაიონულ კონფერენციას გურჯაანის მუნიციპალიტეტის ს. ვეჯინის საჯარო სკოლამ უმასპინძლა. 80-მდე მონაწილე მასწავლებლის კონფერენცია გახსნა სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ. მან დამსწრე საზოგადოებას გააცნო დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის ღონისძიებები და შედეგები, პროფკავშირის ხედვა, მიდგომები და ინიციატივები მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერისათვის. მასწავლებლებმა იმსჯელეს სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.
სპმთპ-ის ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს” თავმჯდომარემ ,ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის ჯგუფის წარმომადგენელმა, ექსპერტმა და მენტორმა მასწავლებელმა როლანდ ხოჯანაშვილმა რაიონული/რეგიონული/ეროვნული კონფერენციების ორგანიზების მიზნებსა და ამოცანებზე ისაუბრა. მან სწავლა-სწავლების პროცესებში მასწავლებელთა ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობასთან დაკავშირებით პროფკავშირის შესაძლებლობებს გაუსვა ხაზი და აღნიშა, რომ სპმთპ პედაგოგებს აწვდის ყველა იმ ინსტრუმენტს, რაც დაეხმარებათ კარიერული წინსვლის პროცესში პროფესიული გამოწვევების დასაძლევად. როლანდ ხოჯანაშვილმა მადლობა გადაუხადა გურჯაანელ პედაგოგებს კონფერენციაზე მონაწილეობისა და საკუთარი პრაქტიკის გაზიარების მზაობისათვის.
გურჯაანის მასწავლებელთა საკონფერენციო თემატიკა მოიცავდა მასწავლებელთა გამოცდილების გაზიარების აქტივობებსა და რესურსებს. მასწავლებლები ოთხ პანელურ ჯგუფში გადანაწილდნენ. მომხსენებელებად წარსდგნენ: ხათუნა ბაწელაშვილი-მენტორი მასწავლებელი; ლალი წილკაური-წამყვანი მასწავლებელი; ნანა ხარიტონიშვილი-წამყვანი მასწავლებელი; ლუდმილა ელიზბარაშვილი-წამყვანი მასწავლებელი; თამარ რეხვიაშვილი-წამყვანი მასწავლებელი; ნათია ქვათაძე-წამყვანი მასწავლებელი; თამარ ვალიაშვილი-წამყვანი მასწავლებელი; ნინო კორკოტაშვილი- წამყვანი მასწავლებელი; მარიკა შანყულაშვილი-უფროსი მასწავლებელი; ნელი მოვლელიშვილი-უფროსი მასწავლებელი; ანნა არდაზიშვილი-უფროსი მასწავლებელი; ლილი პეტრიაშვილი-უფროსი მასწავლებელი;; თინათინ ბერიძიშვილი-უფროსი მასწავლებელი; თამარ ბიწკინაშვილი-უსტატუსო მასწავლებელი. პრეზენტაციების წარდგენის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო გამოცდილების პრაქტიკაში გადმოტანის გაზიარებასა და გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებულ რესურსთა შექმნა-მოდიფიცირებას.
მასწავლებლების ფასილიტაცია განახორციელეს ,,პროფესიონალ მასწავლებელთა საკონსულტაციო საბჭოს“ თავმჯდომარემ როლანდ ხოჯანაშვილმა და გურჯაანის N1 საჯარო სკოლის მენტორმა მასწავლებლემა, ესგ-ის ექსპერტმა ნინო ჭანტურიძემ.
გურჯაანელი პედაგოგების გამოცდილება გადაზიარდება ეროვნულ დონეზე და ყველა პედაგოგი მიიღებს კოლეგების უკუკავშირს.
კონფერენციის დასასრულს, სპმთპ-ის პრეზიდენტმა მაია კობახიძემ მადლობის სერტიფიკატი გადასცა ნინო ჭანტურიძეს, 2023 წელს ,,მასწავლებლის პროფესიული განვთარებისა და კარიერული წინსვლის სქემით” განსაზღვული მასწავლებელთა პრაქტიკული საქმიანობის (პორტფოლიოს) შეფასების ექსპერტთა ჯგუფებში ნაყოფიერი მუშაობისათვის”, ასევე, გურჯაანის წარმატებულ მასწავლებლებს, სპმთპ-ის მიერ ორგანიზებულ ონლაინ ეროვნულ კონფერენციაზე წარმატებული მოხსენებებისთვის.
სპმთპ მადლობას უხდის გურჯაანის მუნიციპალიტეტის ს. ვეჯინის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილეს ნანა ხარიტონიშვილს გურჯაანის რაიონული კონფერენციის ორგანიზების ხელშეწყობისა და მასპინძლობისთვის.