საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისიფალი პროფკავშირის   პრეზიდნეტის

ბ  რ  ძ  ა  ნ  ე  ბ  ა

 

N: 83                                                      22  სექტემბერი                     2022წ. თბილისი

სპმთპ-ის XI საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის  მოწვევის შესახებ

საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ)  წესდების მე-9 მუხლის 9.3 პუნქტის; მე-7 მუხლის 7.1 და 7.4 პუნქტების, სპმთპ-ის ყრილობის რეგლამენტის მე-16 მუხლის 16.1, 16.2 და 16,13  პუნქტების, აგრეთვე სპმთპ-ის N:98 აღმასრულებელი საბჭოს N:98/3 და N:98/4 დადგენილებების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XI საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის ჩატარების თარიღად განისაზღვროს 2022 წლის 22 ოქტომბერი, ყრილობის დელეგატთა რეგისრაციის დაწყების დრო - 10 სთ, საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დაწყების დრო - 12 სთ; 

2.   ზემოაღნიშნულ ბრძანებასთან ერთად გამოქვეყნდეს სპმთპ-ის აღმასრულებლი საბჭოს N:98 სხდომაზე მიღებული, სპმთპ-ის XI საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის დღის წესრიგი (დადგენილება N:98/4 თან ერთვის);

3.საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XI საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის ჩატარების ადგილად განისაზღვროს: ქალაქი თბილისი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (SEU), წინანდლის ქ. 9;

4.დაევალოს, სპმთპ-ის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს მარინა ალუღიშვილს სპმთპ-ის XI საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის მოწვევის შესახებ ინფორმაციის, სპმთპ-ის პრეზიდენტის ბრძანებისა და დღის წესრიგის გამოქვეყნება სპმთპ-ის ვებ-გვერდზე www.educator.ge

5.დაევალოს, სპმთპ-ის საორგანიზაციო დეპარტამენტს, რაიონული/საქალაქო და აჭარის რესპუბლიკური ორგანიზაციების თავმჯდომარეებს და  კანცელარიის უფროსს (ქეთევან ვადაჭკორიას) უზრუნველყოს ყრილობის ყველა დელეგატის ინფორმირებულობა;

6.    წინამდებარე ბრძანების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სპმთპ-ის პრეზიდენტი

სპმთპ-ის პრეზიდენტი

 

მაია კობახიძე