მიმდინარე წლის 22 ივნისს, 18 საათზე, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ორგანიზებით, დისტანციურად ზუმის პლატფორმით გაიმართა პოეტ რომან ზუკაკიშვილის პოეზიის საღამო, რომელიც ეძღვნებოდა მისი ახალი კრებულის - ,,როდისმე გნახავ” - გამოცემას.

პოეტი რომან ზუკაკიშვილი საქართველოს მწერალთა კავშირის, მწერალთა ეროვნული აკადემიისა და რუსთაველის საზოგადოების წევრია. მას მიღებული აქვს ღირსების ორდენი, გალაკტიონ ტაბიძის, გიორგი ლეონიძისა და ანა კალანდაძის სახელობის ლიტერატურული პრემიები. ბატონი რომან ზუკაკიშვილისაპატიო გარეჯელის წოდებისმფლობელია. იგი გახლავთ საქართველოს სამეცნიერო აკადემიაფაზისისაკადემიკოსი, 15 პოეტური კრებულის, ერთი მიუზიკლისა და ასამდე საესტრადო სიმღერის ტექსტის ავტორი. მისი ლექსების ნაწილი თარგმნილია გერმანულ და რუსულ ენებზე. იგი არისირლანდიური პოეზიის ანთოლოგიიისერთ-ერთი მთარგმნელი.

პოეზიის საღამოს უძღვებოდა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის პრეზიდენტი მაია კობახიძე, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას გააცნო შემოქმედის ბიოგრაფია, ისაუბრა რომან ზუკაკიშვილის ღვაწლსა და დამსახურებაზე, მიულოცა ახალი, მეთხუთმეტე, პოეტური კრებულის გამოცემა და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ლიტერატურული პრემიის მინიჭება.

პოეზიის საღამოზე, რომან ზუკაკიშვილის მეგობრებსა და კოლეგებს მიეცათ საშუალება, მიელოცათ მისთვის ახალი კრებულის გამოცემა, წაეკითხათ მისი შემოქმედებიდან ლექსები, გაეზიარებინათ ის ემოციები, რაც შემოქმედის თითოეულ ლექსთან შეხვედრას ახლავს თან და ესაუბრათ მის პიროვნებაზე.

დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ: დიანა შალამბერიძე, რომან ზუკაკიშვილის მეთხუთმეტე კრებულის, „როდისმე გნახავ“, რედაქტორი; ივანე ჯაფარიძე, დამსახურებული ჟურნალისტი, გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ნუგზარ ტიბუა, მსახიობი; ნანა შალამბერიძე, მთარგმნელი; გულნაზ გვალია, მწერალი; მანანა ცუცქირიძე, საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი; ნაზიბროლა გახოკიძე, პოეტი; ნელი ქაიხოსროშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი; ნანული ბილანიშვილი, პედაგოგი, საგარეჯოს თეატრის მსახიობი; მანანა გილაშვილი, პედაგოგი; ოთარ დანელია, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, პოეტი; მადონა პოლეტაევა, დაწყებითი კლასების მასწავლებელი, პოეტი; ოთარ განჯაშვილი, ახალბედა პოეტი; ნათია ჯიქურაშვილი, სპმთპ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი, პოეტი.

სატელეფონო ფორმატით ჩაერთნენ რევაზ მიშველაძე, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, სახალხო მწერალი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი; ვაჟა დურგლიშვილი, კომპოზიტორი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე;

ცნობილი პოეტები: ერეკლე საღლიანი, მზია ხეთაგური და ჯუბა ღებელი,საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ვიცე-პრეზიდენტი, ქალბატონი ეთერ მათურელი. საღამოს ესწრებოდნენ სპმთპ-ის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის ლიდერები.

 პოეტმა საკუთარი შემოქმედებიდან წაიკითხა რამდენიმე ლექსი. მისი ლექსის პწკარებიდან დიდი ემოცია და ღრმა აზროვნება გამოსჭვიოდა. შემოქმედმა პოეტისა და პოეზიის დანიშნულებაზეც ისაუბრა: „ძველი თქმულების მიხედვით: ფალარისი სპილენძის ღრმა ხაროში წვავდა ადამიანებს და მომაკვდავთა კვნესა უნაზეს მუსიკად ესმოდა. ასე ტკბებოდა მტარვალი... ასევეა პოეტის სულიც, რაც მეტად იწვი და იტანჯები, უფრო მეტ სიამოვნებას ანიჭებ მკითხველს, მსმენელს. შენ ხომ იცი, ღმერთო, რომ ვწერ ტკივილის რანგში აყვანილი სიყვარულით, ვწერ შენთან შეხვედრებზე, ვწერ, როგორც უბრალო, ისე ბედისაგან განებივრებულ ადამიანებზე, მაგრამ რაც, მთავარია, ვწერ შენი შთაგონებით, ვწერ შენ სიყვარულზე და ვწერ მართალ სიტყვას. ამასობაში, ჩემი სიცოცხლე ცეცხლმოდებულის გაქცევას ემსგავსება. თითქოს თავი გინდა დააღწიო ცეცხლს, მაგრამ შემოფეთებულ ქართაგან ცეცხლი უფრო ძლიერდება და ვიდრე სრულად ჩაიფერფლები, მხოლოდ ერთ შეძახილსღა ასწრებ. ალბათ, ეს ერთადერთი შეძახილია ყველა ჭეშმარიტი შემოქმედის შემოქმედებაცა და ცხოვრებაც...აი, ეს შეძახილიც:

!“- რომან ზუკაკიშვილი.

დამსწრე საზოგადოება კიდევ ითხოვდა ლექსების წაკითხვას. პოეზიის საღამო გაფორმებული იყო რომან ზუკაკიშვილის ლექსებზე შექმნილი სიმღერებით, რომლებსაც ასრულებდნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები: თემურ წიკლაური, მანანა თოდაძე და ტატო გოდერძიშვილი.

საღამოზე გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ პოეტი რომან ზუკაკიშვილი გეგმავს ლექსების ვიდეო-აუდიო წიგნის გამოცემას.

პოეზიის საღამო სამი საათი გაგრძელდა.

P.S. საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისთვის საამაყოა, რომ ცნობილი პოეტი, ბატონი რომან ზუკაკიშვილი, 20 წელია, რაც ხელმძღვანელობს სპმთპ-ის საგარეჯოს რაიონულ ორგანიზაციას. მას კიდევ ერთხელ ულოცავს ახალი პოეტური კრებულის გამოცემას და გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ლიტერატურული პრემიის მინიჭებას.