32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com

მშრომელთა დღე - 1 მაისი აღნიშნავს მშრომელთა ისტორიულ ბრძოლას მთელს მსოფლიოში. ეს დღე დაარსდა 8-საათიანი სამუშაო დღისთვის ბრძოლის დროს. 8-საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნის მოძრაობა სწრაფად იზრდებოდა, რადგან მუშებს აიძულებდნენ დღეში 10, 12 და 14 საათი ემუშავათ. 1986 წლის მაისის პირველი დღეებში აღინიშნა გაფიცვები და დემონსტრაციები აშშ-ს მასშტაბით. ჩიკაგოში, მაგალითად, დაახლეობით 900000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა გამოსვლებში. 1 მაისის აღნიშვნა სწრაფად გახდა ყოველწლიური მოვლენა. მთელს მსოფლიოში უფრო და უფრო მეტი ქვეყნები აღნიშნავდნენ 1 მაისს. პირველად მისი აღნიშვნა მოხდა რუსეთში, ბრაზილიაში და ირლანდიაში 1891 წელს.პირველი მაისის მნიშვნელობის გაგებისთვის, მისი სიმბოლური დატვირთვის გააზრების, მშრომელთა ბრძოლის ისტორიული გამოცდილების თუ ამ ბრძოლების მონაპოვარის გაცნობიერების გარდა, აუცილებელია დავსვათ შეკითხვა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მშრომელთა ძალა, რა მნიშვნელობა აქვს მათ წინააღმდეგობას და რა შედეგი მოაქვს მათ ბრძოლებს საზოგადოებისთვის?

დასმულ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად, საკმარისია, გავიხსენოთ საქართველოს კონტექსტში მიმდინარე მშრომელთა ბრძოლების უახლესი ისტორია, სადაც ქუთაისის ყოფილი მეტალურგიული საწარმოს, ზესტაფონის ფერო-შენადნობთა ქარხნის, ჭიათურის მაღაროების, ტყიბულის შახტების, აზოტის ქარხნის, ქსანის მინის ტარის საწარმოს, რკინიგზის, მეტროს, სერვისის და მომსახურების სფეროს მაღაზიების, გარემოვაჭრეების და თვითდასაქმებულების, ბათუმის და ფოთის პორტის, ფოსტის, გვირაბების და გზების მშენებლობის, აგარის შაქრის საწარმოს და სხვა სექტორის, სფეროს თუ საწარმოს მშრომელები როგორ დაუღალავად და შეუპოვრად იბრძოდნენ მინიმალური მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის, კოლექტიური შეთანხმების გაფორმებისთვის, სამართლიანობის აღდგენისთვის და მათი შრომის დაფასებისთვის. ყველა ამ ბრძოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა დასაქმებულთა წუხილების აქტუალიზებისთვის და სოციალური სამართლიანობის იდეის მნიშვნელობის გააზრებისთვის. მშრომელთა დაუღალავი წინააღმდეგობის შედეგია სწორედ ის, რომ საჯარო დღის წესრიგში წლების განმავლობაში კრიტიკულად ჟღერდებოდა შრომითი ექსპლუატაციის, შრომითი უფლებების დაცვის, შრომითი სტანდარტების უზრუნველყოფის აუცილებლობა და დამსაქმებლის ძალაუფლების კრიტიკა.

სწორედ ამიტომ, ყველა გამოწვევაში მშრომელთა გვერდით იდგა „საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი” ,რომელიც 1 მაისს თითქმის ყოველწლიურად აღნიშნავდა გამოსვლებითა და დემონსტრაციებით ,თუმცა წელს მსოფლიოში გაბატონებული პანდემიის ფონზე და მოქალაქეობრივი სოლიდარობის გამოსახატავად#დარჩისახლში,ამ მნიშვნელოვან თარიღს გამოსვლების გარეშე შეხვდა.

ეს დღე ,მართლაც, ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა,თითოეული დასაქმებულისთვის, რადგან შრომის უფლებების დაცვა ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ღირებულებაა, რომელიც მოიცავს უსაფრთხო სამუშაო გარემოს, ღირსეულ ანაზღაურებას, სამუშაო დღის ნორმირებულ გრაფიკს, დაფასებას და წახალისებას, მოტივაციის ამაღლებას დასაქმებულებში ,გენდერული თანასწორობის დაცვასა და საერთაშორისო სტანდარტების კვალდაკვალ წინსვლას და კვალიფიცირებას. სწორედ ამიტომ 1 მაისი თავისუფალთა და თანასწორთა დღეა! 1 მაისი ერთმანეთთან და ერთმანეთისთვის არსებობის დღეა! ქვეყნის განვითარება, მისი ეკონომიკური, სოციალური, საგანმანათლებლო წინსვლა სწორედ ჯანსაღი შრომის შედეგია. სპმთპ კი სწორედ შრომითი ურთიერთობების დაცვისთვის მებრძოლი და ხელშემწყობი ორგანიზაციაა. ამ მიმართულებით არაერთი ინიციატივის დამნერგავია განათლების სისტემაში.

კიდევ ერთხელ მოგილოცავთ შრომის საერთაშორისო დღეს! ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე პუბლიცისტურ წერილში „რა გითხრათ,რით გაგახაროთ?“ აღნიშნავდა, რომ ყველაზე მთავარი ომი დღეს  „ეს ომი შრომისაა, და ვითარცა შრომა - პატიოსანია, ნამუსიანია და ისეთივე თავმოსაწონებელი, თავ-გამოსაჩენი, როგორც უწინ თოფისა და ხმლის ომი იყო. ვაჟკაცობა ამისთანა ომში ბევრით წინ არის სისხლის ომის ვაჟკაცობაზე. ვაჟკაც გულადზე მშრომელი სამის გაფრენით მეტიაო, - იტყოდა გლეხკაცი თავისებურად ზედგამოჭრით, თუ მართალს ათქმევინებთ. რა გლეხკაცი, თითონ დღევანდელი დღე ამას გვეუბნება, ამას ჰღაღადებს და ჩვენ გვესმის კი ეს ღაღადი?“ ეს თვალსაზრისით XXI საუკუნისთვისაც მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხია.

ჯერ კიდევ გლობალური პანდემიის ფონზე, სპმთპ აქტიურად განაგრძობს თითოეული პროფწევრისთვის საქმიანობას და მხარდაჭერას, მიჰყვება ევროპული ღირებულებების გზას და თავისი საქმიანობით იმკვიდრებს მსოფლიო აღიარებას, როგორც მასწავლებელთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირი. აქტიურად იცავს მშრომელთა უფლებებს, ეხმარება საქართველოს პედაგოგთა საზოგადოებას პროფესიული განვითარების კუთხით, ითვალისწინებს თითოეული პროფწევრის ინტერესებს და საკანონმდებლო ინიციატივებით, სოციალურ დიალოგს აწარმოებს განათლების სამინისტროსთან და მასთან არსებულ კომისიებთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს პედაგოგთა შრომითი უფლებები და ნორმალური სამუშაო გარემო.

2021 წლის 1 მაისი