32 2 37 30 67
 contact@educator.ge; infoeducatorgeorgia@gmail.com
მიმდინარე წლის 22-23 თებერვალს, სპმთპ-ის დანიურ-ქართული პროექტში ჩართულმა სკოლებმა განმავითარებელი შეფასებისა და მოსწავლეებთან უკუკავშირის მეთოდების საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების რეალობაში ადაპტაციის ორთვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამეს.
მონაწილეთა დისკუსიასა და სამუშაო პროცესს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტემენტის ექსპერტი ნათია დაბრუნდაშვილი ესწრებოდა. მოწვეულ სტუმარსა და სპმთპ-ის ხელმძღავნელებს შესაძლებლობა მიეცათ პროექტის პირდაპირი ბენეფიციარების ორი თვის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას გაცნობოდნენ, მოესმინათ მასწავლებელთა მიდგომები დანიური პრაქტიკის დანერგვისა და ადაპტირებული მეთოდებით მიღებული შედეგების შესახებ.
სპმთპ მადლობას უხდის პროექტის თითოეულ მონაწილეს განმავითარებელი შეფასების დანერგვის მიზნით გაწული საქმიანობისთვის. ორდღიანი მუშაობის პერიოდში, შვიდი სკოლის პრეზენტატორმა წარმოადგინა მასალები შემდგომი დისკუსიების წარმოების მიზნით.
პრეზენტატიორები:
-სსიპ ქალაქ თბილისის N:84 საჯარო სკოლის დირექტორი- მანანა ბაციკაძე;
-სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის საჯარო სკოლა: დირექტორი-მაია ალექსანდრია და მასწავლებელი-ლალი კობახიძე;
-სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლა: დირექტორი - ლია ფადარაშვილი და მასწავლებელი-ლეილა ბაციკაძე;
-სსიპ-დიმიტრი ხოზრევანიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კვატიის საჯარო სკოლა: პედაგოგები: გიული ბერიძე და სოსლან სურმანიძე;
- სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქ. ქობულეთის N:2 საჯარო სკოლა: დავით მესხიძე და გიორგი უღრელიძე;
-სსიპ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლა: რუსუდან პაქსაძე და ლელა ქურიძე;
-სსიპ. ალ. საჯაიას სახელობის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ. ოდიშის N:1 საჯარო სკოლის პედაგოგები: სოფიო ციმინტია და ლელა ფირცხელავა.
წარმოდგენილი მასალები ადასტურებს, რომ მხოლოდ მასწავლებელთა აქტიურობით, უფრო მეტი კოლეგების მოტივირებით არის შესაძლებელი სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით, თანამედროვე მეთოდების განვითარების ხელშეწყობა.
სპმთპ-ის წყნეთის ბაზაზე მიმდინარე შემაჯამებელი შეხვედრის მონაწილეთა კოორდინირება დანიურ-ქართული გაცვლითი პროგრამის მონაწილე მასწავლებელმა, რიგით მესამე სემინარის კოორდინატორმა მურად ემინოვმა განათლების ექსპერტის, გიორგი ნოზაძის ხელმძღვანელობით მოამზადა. პროექტში ჩართული სკოლების წარმომადგენელთა საქმიანობის საფუძველზე მომზადდა სპმთპ-ისა და განათლების სამინისტროსთვის საჭირო რეკომენდაციათა პაკეტი - განმავითარებელი შეფასების და უკაკავშირის განვითარების ხელშესაწყობად.
მურად ემინოვი
,,წარმატებას ერთად მივაღწევთ“-ასეთი გზავნილით მოქმედებენ პროექტში მონაწილე პედაგოგები,
შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეები მადლიერებას გამოხატავდნენ სპმთპ-ისა და დანიელი კოლეგების მისამართით და აღნიშნავდნენ, რომ
მანანა ბაციკაძე
პედაგოგებს მიეცათ შესაძლებლობები უსასრულოდ ემსჯელათ სკოლის დონეზე, შეეფასებინათ არსებული სიტუაციები, დაენახათ ბარიერები და ერთად მოეფიქრებინათ გადაჭრის გზები. აღნიშნავდნენ რომ განმავითარებელი შეფასების ფართოდ დანერგვისას ერთობლივად უნდა მოხდეს მოსწავლის, მასწავლებლისა
ლია ფადარაშვილი
და მშობლების სიახლებისადმი მიმღეობა. პრეზენტაციების წარდგენისას აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროექტის თემები მიმართულია საბაზო საფეხურის მოსწავლეების მიმართ, არანაკლებ კარგი მასალა გამოდგა საშუალო საფეხურზე გამოსაყენებლად.
მაია ალექსანდრია
მონაწილეებმა ერთობლივად შეიმუშავეს კონცეფციები ფართომასშტაბიანი კონფერენციების ორგანიზებისთვის, სადაც საბოლოო შეფასება გაკეთდება და სამომავლოდ უფრო აქტიურად და მასშტაბურად გაახმოვანებენ მიღებული გამოცდილებასა და შედეგებს. დაისვა საკითხი მასწვლებელთა გადამზადების ფართო მასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარებაზე, უფრო მეტი სკოლის, კლასის, პედაგოგის ჩაბმა განმავითარებელი შეფასების დანიური გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვის პროცესში.
რუსუდან პაქსაძე
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონალური შეხვედრების ორგანიზება და დასაფასებელია პირდაპირი ბენფიციარი სკოლების მასწავლებელთა მზაობა პირადად ჩაუდგნენ სათავეში კოლეგებთან ერთად პროექტის მიზნების გავრცობას.
სოფიო ციმინტია
სპმთპ და მისი რაიონული/საქალაქო ორგანიზაციები შესაძლებლოებების ფარგლებში ერთობლივად უწევენ დახმარებას, პირდაპირ ბენეფიციარების ინიციატივების განხორციელებას რაიონულ დონეებზე.
 
გიული ბერიძე
შეგახსენებთ, 2019 წლის 14-17 ნოემბერს საქართველოს 20 სკოლის 40-მდე სკოლის ლიდერმა და მასწავლებელმა პროექტის ,,სკოლისა და განათლების პოლიტიკის ადვოკატირების შესაძლებლობების განვითარება საქართველოში, სპმთპ-ისთან თანამშრომლობით”
გიორგი უღრელიძე
ფარგლებშიდანიური გამოცდილება გაიზიარეს თემაზე ,,განმავითარებელი შეფასებასა და უკუკავშირის კულტურა“, რომლის მიზანია საქართველოს რეალობაში თანამედროვე მეთოდების დანერგვის ინიცირება ეფექტური და შედეგებზე ორიენტირებული შედეგების მისაღებად.