სპმთპ-ის ცენტრალური აპარატი და ა(ა)აიპ „საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ცენტრი“ აქტიურად განაგრძობს მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და გაძლიერების კუთხით, დისტანციური (ონლაინ) ტრენინგების ჩატარებას.
მიმდინარე წლის 11-12 ივლისს ,სპმთპ-ის გლდანის რაიონული ორგანიზაციის პროფწევრთათვის, სკოლამდელი აღზრდის მიმართულებით, ჩატარდა (ონლაინ) ტრენინგი თემაზე : „სკოლამდელი განათლების მეთოდიკა“ , რომელშიც ჩართული იყო თბილისის N185 , N190 და N216 ბაგა-ბაღის 49 პროფწევრი. ტრენინგს წარმართავდა ტრენერი ირმა გრიგოლია. პროფწევრთა მოთხოვნის საფუძველზე, გამართულ ტრენინგს ორგანიზება გაუკეთა, საორგანიზაციო დეპარტამენტის თანამშრომელმა, ანასტასია ამისულაშვილმა.
სპმთპ-ის გლდანის რაიონული ორგანიზაცია მადლობას უხდის სპმთპ-ის პრეზიდენტს მაია კობახიძეს , ცენტრალურ აპარატს, ტრენინგცენტრის დირექტორს მარიამ მკალავიშვილს, ტრენინგის ორგანიზატორს ანასტასია ამისულაშვილს და ტრენერს ირმა გრიგოლიას ნაყოფიერი და საინტერესო ტრენინგისთვის.
აქტიურად გრძელდება სპმთპ გლდანის რაიონული ორგანიზაციის პროფწევრთა გადამზადება. ერთად ყველა დაბრკოლება დაძლევადია .მადლობა ერთგულებისა და თანადგომისათვის.